ინფრაწითელი კაბინის უპირატესობები

ინფრაწითელი კაბინის უპირატესობები

ინფრაწითელი საუნა თანამედროვე ველნეს ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. ტრადიციული საუნისგან განსხვავებით, რომელიც ჰაერის გაცხელებაზეა ორიენტირებული, ინფრაწითელი ტექნოლოგია პირდაპირ სხეულზე მოქმედებს.

ტრადიციული საუნა, რომელიც ფინურის სახელით ბევრისთვის კარგად ცნობილია, აცხელებს ჰაერს, რომელიც ადამიანის სხეულს ათბობს. ამ დროს საუნაში ტემპერატურა ძალიან მაღალია, რაც ბევრისთვის რთულად ასატანია.

მისგან განსხვავებით, ინფრაწითელი ტექნოლოგია იყენებს სპეციალურ პანელებს, რომლებიც ოთახს დაახლოებით 60°C-მდე ათბობს. ეს პანელები გამოყოფს სხვადასხვა სიგრძის - ახლო, საშუალო და შორ ინფრაწითელ ტალღებს. ინფრაწითელი სითბო უფრო ღრმად აღწევს კანში. სწორედ ეს იწვევს ინტენსიურ ოფლიანობას შედარებით დაბალ ტემპერატურაზე. ინფრაწითელი სითბო მზის ბუნებრივ სითბოს ჰგავს, თუმცა არ შეიცავს მავნე ულტრაიისფერ სხივებს, რაც მას უსაფრთხოსა და სასიამოვნოს ხდის.

ზოგადად, საუნის სარგებლიანობა საკმაოდ მაღალია და სხვადასხვა სიტუაციაში მას ბევრი ადამიანი იყენებს. კვლევების მიხედვით, რეგულარულმა გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი და ხელი შეუწყოს კუნთების მოდუნებასა და აღდგენას. საუნა დადებითად მოქმედებს ფსიქიკურ მდგომარეობაზეც. ის ხელს უწყობს ენდორფინების გამოყოფას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. არაერთი კვლევით დადასტურდა, რომ ინფრაწითელი საუნის შექმნით მისი ეფექტიანობა კიდევ უფრო გაზრდილია.

ერთ-ერთ სამედიცინო ჟურნალში, JAMA Internal Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საუნა ამცირებს გულის ფატალური დაავადებების რისკს. ინფრაწითელი სხივები აფართოებს სისხლძარღვებს, რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ახდენს წნევის რეგულაციას. ინფრაწითელი საუნის შემთხვევაში კი ეს ეფექტი უფრო მარტივად მიიღწევა.

სპორტსმენებისთვის ინფრაწითელი საუნა შეუცვლელია. ის ეხმარება კუნთებს ვარჯიშის შემდგომ აღდგენაში. სითბო ზრდის სისხლის ნაკადს დაზიანებულ უბნებში, რაც აჩქარებს ანთებითი პროცესების ცხრობას. კვლევებმა აჩვენა, რომ ის ეფექტურია რევმატოიდული ართრიტისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ საუნა ვერ ანაცვლებს ფიზიკურ აქტივობას, 30-წუთიანი სესია ხელს უწყობს კალორიების წვას. სხეული დიდ ენერგიას ხარჯავს სითბოსთან გამკლავებაზე, რაც გულისცემას ახშირებს. ეს კი კარდიო ვარჯიშის ეფექტს ქმნის.

ინფრაწითელი საუნა იწვევს ინტენსიურ ოფლიანობას დაბალ ტემპერატურაზეც კი. ოფლთან ერთად ორგანიზმიდან გამოიყოფა მძიმე ლითონები და ტოქსინები. გარდა ამისა, უმჯობესდება კოლაგენის გამომუშავება, რაც კანს ელასტიკურობას მატებს.

ინფრაწითელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი მოხერხებულობაა. ჩართვისთანავე პანელები სწრაფად თბება და გამოყენებისთვის თითქმის მყისიერად მზად არის. რადგან ინფრაწითელი საუნა მშრალია, მომხმარებელს შეუძლია მშვიდად წაიკითხოს წიგნი ან მოუსმინოს მუსიკას, ტექნიკის დაზიანების შიშის გარეშე.

თანამედროვე სპა და ველნეს ცენტრებში აუცილებლად შეხვდებით ინფრაწითელ საუნებს, რაც მომხმარებლებზე ზრუნვის ნიშანია. თუმცა მათი დამონტაჟება სახლშიც შესაძლებელია. მაგალითად, Harvia Radiant ინფრაწითელი კაბინა მხოლოდ ერთ კვადრატულ მეტრს საჭიროებს. მისი დამონტაჟება შესაძლებელია ბინაშიც, სპეციალური სამშენებლო ნებართვისა და ჰიდროიზოლაციის გარეშე, რაც პროცესს მეტად მარტივსა და მოსახერხებელს ხდის.

მიმართულების ერთ-ერთი მოწინავე ბრენდის, Harvia-ს ყველა საუნის დიზაინი ხელმისაწვდომია ინფრაწითელი ვერსიითაც. ინფრაწითელი პანელები მარტივად მონტაჟდება უკვე არსებულ საუნის კაბინაში და მათი მართვაც ძალიან მარტივია. მათთვის, ვისაც ორივე ტექნოლოგიის სარგებლის მიღება სურს, ხელმისაწვდომია ჰიბრიდული საუნა. ეს უკანასკნელი ტრადიციული გამათბობლისა და ინფრაწითელი ტექნოლოგიის უპირატესობებს აერთიანებს.

Harvia-ს პროდუქციას საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს კომპანია „აკვალაინი“. რომელიც გთავაზობთ საუნების პროექტირებასა და მოწყობას, მოსაპირკეთებელ მასალებს, პრემიუმ ხარისხის ღუმელებსა და ვულკანურ ქვებს, თანამედროვე მართვის პანელებს, საუნის აქსესუარებსა და 50-მდე სახეობის ნატურალურ არომა-ზეთს.

R