ავტორი:

ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობას კიევის დატოვებისკენ მოუწოდა - რა ხდება უკრაინის დედაქალაქში, რუსეთის მიერ განხორციელებული კომბინირებული თავდასხმის შემდეგ?

ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობას კიევის დატოვებისკენ მოუწოდა - რა ხდება უკრაინის დედაქალაქში, რუსეთის მიერ განხორციელებული კომბინირებული თავდასხმის შემდეგ?

მას შემდეგ რაც რუსეთმა კიევზე კომბინირებული თავდასხმა განახორციელა, კიევში არსებული საცხოვრებელი კორპუსების ნახევარი - თითქმის 6000 შენობა ამ დრომდე გათბობის გარეშეა დარჩენილი.

ქალაქში ასევე შეფერხებულია წყალმომარაგება. მოსკოვის თავდასხმამ უკრაინის დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურა საგრძნობლად დააზიანა. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ამინდი - ბოლო დღეებში ნალექმა იმატა და თოვლს თან ყინვაც დაერთო.

  • კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობას მოუწოდა, ვისაც შეუძლია დედაქალაქი დატოვოს.

"კომუნალურმა კომპანიებმა სოციალური დაწესებულებები - კერძოდ, საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები მობილური ქვაბის დანადგარებით უნდა უზრუნველყოს. ენერგეტიკოსებთან ერთად ისინი კიევის მაცხოვრებლების სახლებში ელექტროენერგიისა და გათბობის აღდგენაზე მუშაობენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, - დაწერა მან Telegram-ზე.

კლიჩკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევზე განხორციელებული კომბინირებული თავდასხმა დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის დამანგრეველი იყო.

“მოვუწოდებ დედაქალაქის მოსახლეობას, თუ დროებით შეგიძლიათ კიევის დატოვება და იქ წასვლა, სადაც გათბობის და ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროებია, გააკეთეთ ეს“, - აღნიშნა მერმა.

9 იანვრის ღამეს რუსი ოკუპანტების მიერ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაბომბვის გამო, კიევის ზოგიერთ რაიონში გათბობისა და ცხელი წყლის მიწოდება შეფერხდა.

წყარო