სამთავრობო ქალაქის გენ. გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოცხადდა, - ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამთავრობო ქალაქის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია, საგარეო, ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის და კულტურის სამინისტროები.
ამასთანავე, ტერიტორიაზე განთავსდება თბილისის მერია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
"მასშტაბური პროექტი თბილისში, ე.წ. არსენალის მთაზე, გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს.
სამთავრობო ქალაქის პროექტის მიზანია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე, ერთიანი სივრცის შექმნა, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება და ოპტიმიზაცია, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარება.
გენერალური გეგმა უნდა მოიცავდეს ტერიტორიის ფუნქციურ გადანაწილებას, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო და რაციონალურ განვითარებას, ქალაქის არსებულ ქსელთან სრულფასოვან ინტეგრაციას, ასევე ლანდშაფტური დაგეგმარებისა და კეთილმოწყობის საკითხებს. გააგრძელეთ კითხვა