ავტორი:

"ქალს უნდოდა მისთვის მანქანით გადაევლო, სწორედ ამიტომ გახსნა რენემ ცეცხლი" - ვინ არის ICE-ის აგენტი, რომელმაც პატრულირებისას 37 წლის ქალი მოკლა

"ქალს უნდოდა მისთვის მანქანით გადაევლო, სწორედ ამიტომ გახსნა რენემ ცეცხლი" - ვინ არის ICE-ის აგენტი, რომელმაც პატრულირებისას 37 წლის ქალი მოკლა

გავრცელებული ცნობებით აშშ-ს საიმიგრაციო სამსახურის აგენტი, რომელმაც რენე ნიკოლ გუდი სასიკვდილოდ დაჭრა, 43 წლის ერაყის ომის ვეტერანი და ტრამპის მხარდამჭერი ჯონათან როსია. ფედერალური უწყებების მტკიცებით, მან ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც ქალმა სცადა აგენტისთვის თავისი მანქანით გადაევლო.

ქვეყნის მასშტაბით გაჩაღებული ანტი- საიმიგრაციო პროტესტებისა და დემოკრატ ლიდერთა მხრიდან გამწვავებული კრიტიკის ფონზე, როისის ოჯახმა საჭიროდ ჩათვალა აგენტისთვის მხარდაჭერა საჯაროდ გამოეხატა.

“ის ერთგული, კონსერვატორი ქრისტიანი, შესანიშნავი მამა და შესანიშნავი ქმარია. მე მისით უზომოდ ვამაყობ“, - განაცხადა მისმა მამამ, ედ როსმა.

ერაყის ომის ვეტერანმა ცოლი, რომლის ვინაობაც საჯაროდ არ სახელდება, 2012 წელს შეირთო. მედიაში გავრცელებული ცნობებით, მისი მეუღლის მშობლები ექიმები არიან და ფილიპინებში ცხოვრობენ. როგორც როისის მამა აცხადებს თავად მისი შვილის მეუღლე აშშ-ის მოქალაქეა, თუმცა არ დაუკონკრეტებია თუ რამდენი ხანი ცხოვრობს ის აშშ-ში.

სავარაუდოდ, როსი ICE- ის აგენტად მინიმუმ 2013 წლიდან მუშაობს და აღნიშნული ინციდენტი მის ბიოგრაფიაში პირველი არ არის, გასული წლის ივნისში ბლუმინგტონში, მინესოტას შტატში, მას კონფლიქტი მოუვიდა გვატემალიდან ჩამოსულ, მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე არალეგალთან. საგზაო შემოწმების დროს ჯონათანმა კარლოს მუნიოსს მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო, ამის შემდეგ მან მძღოლის უკანა მხარეს ფანჯარა ჩაამტვრია, მაგრამ ამ დროს არალეგალმა მანქანა დასძრა და როსი, რომელსაც ხელი სავარძელსა და კარს შორის მოჰყვა დაახლოებით 100 იარდის მანძილზე გაათრია. ინციდენტის შედეგად აგენტმა ხელისა და მკლავის “მნიშვნელოვანი დაზიანებება მიიღო “ და 33 ნაკერის დადება დასჭირდა.

ვინ არის მოკლული ქალი?

თავად 37 წლის რენე ნიკოლ გუდზე ცნობილია, რომ ის კოლორადოში დაიბადა და გასულ წელს მინესოტაში გადავიდა საცხოვრებლად.

სამი შვილის დედას პირველი ქორწინებიდან ორი 15 და 12 წლის შვილი ჰყავდა. მისი 6 წლის შვილის მამა 2023 წელს გარდაიცვალა.

“რენეს კარგი, მაგრამ მძიმე ცხოვრება ჰქონდა. ის შესანიშნავი ადამიანი იყო" - ამბობს დაღუპული ქალის მამა, ტიმ განგერი. მისი თქმით გუდმა ცხოვრების დიდი ნაწილი კოლორადოში გაატარა, თუმცა ქმრის, სამხედრო ვეტერანის, გარდაცვალების შემდეგ გარკვეული დრო კანზასში, მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.

კანზასში მცხოვრებმა ყოფილმა მეზობელები გუდისა და მისი ოჯახს „საოცარ ადამიანებად“ მოიხსენიებენ “.

"ის არც ტერორისტი იყო და არც არის ექსტრემისტი, უბრალოდ დედა იყო, რომელსაც თავისი შვილები და მეუღლე უყვარდა" - ამბობს ერთ - ერთი მათგანი.

ოთხშაბათის, სასიკვდილო სროლის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა როსის ქმედებები მოიწონა და განაცხადა რომ ის თავდაცვის მიზნით მოქმედებდა და მხოლოდ მას შემდეგ გახსნა ცეცხლი, რაც მომიტინგე ეცადა მისთვის მანქანა დაეჯახებინა.

9 იანვარს მორიგი ინციდენტის შესახებ გახდა ცნობილი, ამჯერადაც, პორტლენდში, იმიგრაციის და საბაჟო აღსრულების სამსახურის წარმომადგენლებთან დაპირისპირების შედეგად ცეცხლსასროლი ჭრილობა ორმა ადამიანმა მიიღო, ოფიციალური ინფორმაციით ცოლ - ქმარი ვენესუელური კრიმინალური დაჯგუფება “ტრენ დე არაგუას“ სავარაუდო წევრები არიან და 2022 წელს აშშ-ში არალეგალურად შემოვიდნენ, ამჟამად წყვილი საავადმყოფოში არის გადაყვანილი და მათ მათი მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

წაიკითხეთ ასევე:

წყარო