ავტორი:

რას იზამდით, თუ ერთ დღეს აღმოაჩენდით, რომ თქვენი სახლის ქვეშ გიგანტური დათვი ცხოვრობს? - კენ ჯონსონის "განსაცდელი" და ხსნა 37 დღის შემდეგ

რას იზამდით, თუ ერთ დღეს აღმოაჩენდით, რომ თქვენი სახლის ქვეშ გიგანტური დათვი ცხოვრობს? - კენ ჯონსონის "განსაცდელი" და ხსნა 37 დღის შემდეგ

უზარმაზარმა, დაახლოებით, 250 კგ წონის დათვმა, რომელიც 37 დღის განმავლობაში ლოსანჯელესელი კენ ჯონსონის სახლის ქვეშ ცხოვრობდა, იქაურობა ბოლოს და ბოლოს საბოლოოდ დატოვა.

ალტადენას მცხოვრები კენ ჯონსონი 30 ნოემბრიდან იძულებული იყო უზარმაზარ შავ დათვთან ერთად ეცხოვრა, რომელმაც ბუნაგი მისი სახლის ქვეშ მოიწყო.

ამ “აუტანელმა“ მეზობელობამ ჯონსონს მთელი შობას ჩაუშხამა და კვირეების განმავლობაში მუდმივ დაძაბულობაში ამყოფა.

თავიდან CDFW (კალიფორნიის თევზისა და ველური ბუნების დეპარტამენტი) ცხოველის დაჭერას სპეციალური სპრეის გამოყენებით, ასევე, სარდინებით, შემწვარი ქათმით, კრევეტებით, არაქისის კარაქითა და ვაშლებით გამოტენილი დათვის ხაფანგის გამოყენებით შეეცადა.

მეთოდმა იმოქმედა ოღონდ ხაფანგში “არასწორი“ დათვი მოხვდა, ცხოველი რომელიც, უბრალოდ, მეზობლად დასეირნობდა.

ენ ჯონსონი რომლის ცხოვრება მოულოდნელმა მეზობელმა სრულიად თავდაყირა დადგა, CDFW-ს უმოქმედობის გამო სასამართლოში ჩივილით დაემუქრა, თავად დათვი კი ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად იქცა, რომლის ნახვას უამრავი ხალხი ცდილობდა.

საბოლოოდ ჯონსონი ორგანიზაციას The Bear League დაუკავშირდა, ჯგუფს რომელიც სწორედ დათვებთან დაკავშირებულ საგანგებო შემთხვევებზე სპეციალიზდება.

"კენის ამბავი რომ გავიგეთ, ძალიან შეგვეცოდა და თვითმფრინავით ჩამოვფრინდით, რომ დათვი გამოგვეყვანა", - ამბობს ენ ბრაიანტმა, ორგანიზაციის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

გუნდი საქმეს მაშინვე შეუდგა და სოროში მცენარეული ზეთით სავსე პეინტბოლის ტყვიები ისროლა.

“როდესაც ეს ტყვიები ცხოველს ხვდება, მას ეს ამბავი არ სიამოვნებს და თავის ბუნაგს ტოვებს“, - განაცხადა ბრაიანტმა და დაამატა, რომ მისი ორგანიზაცია დღეში საშუალოდ ექვსიდან რვამდე დათვის გამოყვანის ოპერაციას ატარებს.

მართლაც ცხოველი დაახლოებით 20 წუთში წავიდა და კენი მაშინვე შედგა საგანგებო ზომების მიღებას, მან სახლის ქვეშ შესასვლელი ორი ფენის ფანერითა და ქვიშის ტომრებით ამოავსო და სპეციალური “ელექტრო ხალიჩა“ დააგო , რომელიც მასზე გადაბიჯების შემთხვევაში მცირე ელექტრო დარტყმას იძლევა.

ზომები დროული აღმოჩნდა, ცხოველი მოგვიანებით მართლაც დაბრუნდა, მაგრამ ხალიჩის და ტომრების გამო ბუნაგში მოხვედრა ვეღარ შეძლო და კენ ჯონსონი იმედოვნებს, რომ მსგავს სტრესულ გარემოში თვეზე მეტი დროის გატარების შემდეგ, მისი ცხოვრება საბოლოოდ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

წყარო