წერეთლის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ "კიდობანში" ხანძარია. შენობასთან შეკრებილები არიან მაღაზიების მფლობელები და თანამშრომლები.
ერთ-ერთი მათგანის თქმით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ქსოვილების მაღაზიაში გაჩნდა, ძლიერი დაკვამლიანება მე-3 სართულზე შეინიშნებოდა.

"ტვ პირველთან" ერთ-ერთი ქალბატონი აცხადებს, რომ შენობაში იყვნენ ადამიანები, რომელთან ნაწილის შესახებ ჯერჯერობით არაფერი იციან.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურის მანქანები.
როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.
იხილეთ ასევე: