ავტორი:

"კიდობანში" ხანძარი ლიკვიდირებულია... შენობიდან დაახლოებით 20 მოქალაქის ევაკუაცია მოხდა, არავინ დაშავებულა. დამწვარია 300 კვადრატი" -  თეიმურაზ მღებრიშვილი

"კიდობანში" ხანძარი ლიკვიდირებულია... შენობიდან დაახლოებით 20 მოქალაქის ევაკუაცია მოხდა, არავინ დაშავებულა. დამწვარია 300 კვადრატი" -  თეიმურაზ მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, სავაჭრო ცენტრ “კიდობანში” ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

მისივე თქმით, ხანძარი გაჩნდა სავარაუდოდ, სარესტორნო ფართში.

"ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ხანძრის შეტყობინების შემდეგ, დაახლოებით, 5 წუთში გამოცხადდნენ სამაშველო ეკიპაჟები. მობილიზებული იყო 17-ი სახანძრო სპეცტექნიკა. შენობიდან დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია მოხდა. არავინ დაშავებულა, დამწვარია სარესტორნო ფართის 300 კვადრატი. სავარაუდოდ, ხანძარი სარესტორნო ფართში გაჩნდა", - განაცხადა მღებრიშვილმა.

ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან.