ავტორი:

ზემასიური შავი ხვრელი საკუთარი გალაქტიკიდან "გარბის" - მეცნიერების თქმით, ჯეიმს უების ტელესკოპმა უიშვიათესი მოვლენა დაადასტურა: დეტალები

ზემასიური შავი ხვრელი საკუთარი გალაქტიკიდან "გარბის" - მეცნიერების თქმით, ჯეიმს უების ტელესკოპმა უიშვიათესი მოვლენა დაადასტურა: დეტალები

შორეულ კოსმოსში დაფიქსირებული ე.წ. შოკური ტალღა შესაძლოა პირველი დადასტურებული ნიშანი იყოს, რომელიც მიუთითებს, რომ ზემასიური შავი ხვრელი მოძრაობს და საკუთარ მასპინძელ გალაქტიკას 3.6 მილიონი კმ/სთ სიჩქარით ტოვებს.

ჯეიმს უების კოსმოსური ტელესკოპის საშუალებით მიერ მიღებული შესაძლო დადასტურება 3 დეკემბერს გამოქვეყნდა. მის საფუძველზე გაკეთებული მეცნიერული დასკვნის ავტორი იელის უნივერსიტეტის ასტრონომიისა და ფიზიკის პროფესორი პიტერ ვან დოკუმია. მას ბოლო წლებში ზემასიური შავი ხვრელებზე არაერთი ნაშრომს აქვს გამოქვეყნებული.

  • ვან დოკუმის თქმით, ეს პირველი ოფიციალური მონაცემია რომელიც “გაქცეული“ ზემასიური შავი ხვრელების არსებობის ადასტურებს.

აღნიშული შავი ხვრელი მკვლევარებმა 2023 წელს შენიშნეს, როდესაც ვან დოკუმის გუნდმა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის საარქივო გამოსახულებაზე მკრთალი ხაზი აღმოაჩინა. სანახაობა იმდენად უცნაური იყო, რომ გუნდმა დამატებითი დაკვირვებები ჰავაიზე მდებარე კეკის ობსერვატორიიდანაც ჩაატარა.

მიღებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ შავი ხვრელის მასა ჩვენი მზის მასას დაახლოებით 20 მილიონჯერ აღემატებოდა, ხოლო უცნაური ხაზი ახალგაზრდა ვარსკვლავების “კუდს“ წარმოადგენდა, რომელიც კოსმოსში 200 000 სინათლის წელზე ვრცელდებოდა. ცნობისთვის, ეს მანძილი ორჯერ აღემატება მთელი ირმის ნახტომის დიამეტრს.

„ჩვენ ადრეც გვქონდა ეჭვი, რომ ეს უცნაური ობიექტი შესაძლოა გაქცეული ზემასიური შავი ხვრელი ყოფილიყო, მაგრამ გადამწყვეტი მტკიცებულება არ გაგვაჩნდა,“ - ამბობს ვან დოკუმი.

ამიტომ ახალი კვლევისთვის გუნდმა JWST-ს (ჯეიმს უების კოსმოსური ტელესკოპს) მიმართა იმ მიზნით რომ მოძრავი შავი ხვრელისგან გამოწვეული შოკური ტალღა დაენახათ.

“ეს ცოტათი გემის მიერ შექმნილ ტალღებს წააგავს, ამ შემთხვევაში გემის როლს შავი ხვრელი ასრულებს და მისი დანახვა ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ტალღები შევამჩნიოთ“ ამბობს ვან დოკუმი.

მართლაც JWST-ის ინფრაწითელმა ინსტრუმენტმა გასაოცარი სიცხადით აჩვენა ის შოკური ტალღა, რომელიც შავი ხვრელის მოძრაობის წინა კიდეზე წარმოიქმნება.

მეცნიერები გაოცებულნი დარჩნენ - ჰაბლისა და კეკის ობსერვატორიების ახალი მონაცემები, რომლებიც სინათლის ტალღის განსხავებულ სიგრძეებში იყო გადაღებული, იდეალურად შეეწყო ერთმანეთს. ზუსტად ისე, როგორც თეორიული მოდელები წინასწარმეტყველებდნენ.

  • როგორც მეცნიერები აცხადებენ მსგავსი “გაქცეული“ შავი ხვრელების შესწავლას დიდი მნიშვნელობა გააჩნია იმისთვის, რომ უკეთ გავერკვეთ გალაქტიკებისა და შავი ხვრელების ევოლუციის საკითხებში.

დიდი გალაქტიკების უმეტესობას, მათ შორის ირმის ნახტომს ცენტრში ზემასიური შავი ხვრელი გააჩნია, შეუძლიათ თუ არა მათ საკუთარი გალაქტიკის დატოვება, ის საიდუმლოა რომელიც მეცნიერებს კარგა ხანია აწუხებს.

პიტერ ვან დოკუმის ვარაუდით ერთადერთი ძალა, რომელმაც ზემასიური შავი ხვრელი შეიძლება გალაქტიკიდან “ამოგლიჯოს“ არის ის გრავიტაციული ურთიერთქმედება, რომელიც ერთმანეთთან უკიდურესად ახლოს მისული ორი ასეთი შავი ხვრელი შემთხვევაში წარმოიქმნება.

ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ჰაბლის მიერ აღმოჩენილი “გაქცეული“ შავი ხვრელი მინიმუმ ორი, ხოლო შესაძლოა სამი ისეთი შავი ხვრელის ურთიერთქმედების შედეგად წარმოიშვა, რომელთა მასა მზისას 10 მილიონჯერ აღემატებოდა.

“საკმაოდ შთამბეჭდავი სანახაობა უნდა ყოფილიყო“, - აცხადებს აღფრთოვანებული პროფესორი.

წყარო