ავტორი:

მოქალაქე ამბობს, რომ გორის რესტორანში 70 000 ლარის ღირებულების ბეჭედი დაკარგა - დაწყებულია გამოძიება

მოქალაქე ამბობს, რომ გორის რესტორანში 70 000 ლარის ღირებულების ბეჭედი დაკარგა - დაწყებულია გამოძიება

გორის ერთ-ერთ რესტორანში გამართულ საახალწლო გალა-კონცერტზე მოქალაქემ 70 000 ლარის ღირებულების ბეჭედი დაკარგა. ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს.

როგორც რესტორნის მენეჯერმა "ქართლის ამბებს“ განუცხადა, პოლიციამ რესტორანში უკვე ჩაატარა სამძებრო ღონისძიებები.

"ბეჭედი ქალმა დაკარგა. პოლიცია იყო მოსული და ეძებდნენ. რა ვითარებაში მოხდა ბეჭდის დაკარგვა და რას აღწერს მოქალაქე, ეს დეტალები ჩემთვის უცნობია,“ — განაცხადა რესტორნის მენეჯერმა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის, სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო ქურდობის ფაქტის შესახებ მოქალაქემ პოლიციას 112-ის საშუალებით აცნობა.