ინსაიდერების ცნობით, გერმანული წარმომავლობის ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენის ოჯახი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ მოდელი საბრძოლო ხელოვნების ინსტრუქტორ ხოაკიმ ვალენტესზე დაქორწინდა. Page Six-ის ინფორმაციით, ოჯახმა ჟიზელს განუცხადა, რომ "უსახსრო მამაკაცზე დაქორწინება შეცდომა იყო“.


მიუხედავად იმისა, რომ ვალენტეს საკმაოდ ცნობილი კლიენტები ჰყავს— და ძმებთან ერთად მაიამიში, ფლორიდაში, საკუთარი აკადემია აქვს — ბუნდხენის წარმატების დონეს მაინც ვერ უტოლდება - ბრაზილიელი მოდელი არაერთხელ დასახელდა ყველაზე მაღალანაზღაურებად სუპერმოდელად და celebritynetworth.com-ის მიხედვით, მისი ქონება 400 მილიონ დოლარს შეადგენს.
წყვილს თებერვალში ვაჟი შეეძინა. მალე კი მათი ქორწინების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

"ქორწინებამდელი ხელშეკრულება არსებობს, თუმცა გარკვეული ხარვეზებით, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ისინი განქორწინდებიან, ვალენტე ფინანსურ კომპენსაციას მიიღებს", - ამბობს წყარო.
37 წლის ხოაკიმ ვალენტე საბრძოლო ხელოვნების მწვრთნელია. ის ჟიზელის ტრენერიც იყო. მოდელმა ხოაკიმი 2022 წელს გაიცნო. იქამდე კი Victoria's Secret-ის ყოფილი ანგელოზი ფეხბურთელ ტომ ბრედის 13-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა.