ევროპა დიდთოვლობას ებრძვის. პარასკევს დილით ჩრდილოეთ საფრანგეთსა და სამხრეთ ინგლისში ათასობით სახლი და ბიზნესი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
"მოსალოდნელია განსაკუთრებით ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე საათში 160 კილომეტრს (100 მილს) მიაღწევს. ძალიან დიდი ტალღები სანაპირო ზოლში საშიშ პირობებს შექმნის“ - ნათქვამია განცხადებაში.



უამინდობის გამო ღამით სილის კუნძულები დაზარალდა, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე არქიპელაგზე ქარის ნაკადები საათში 159 კმ-ს აღწევდა.
ეროვნულმა რკინიგზამ დიდი ბრიტანეთის მასშტაბით მოსახლეობას მგზავრობამდე ამინდის პროგნოზის შემოწმებისკენ მოუწოდა. ქარიშხალმა ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში გზებზე შეფერხებები გამოიწვია. ბირმინგემის აეროპორტმა, რომელიც თოვლის გამო დროებით დაიხურა, განაცხადა, რომ ის ხელახლა გაიხსნა „შემცირებული ასაფრენი ბილიკის ოპერირებით“.



გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახურის (DWD) ცნობით, ჩრდილოეთით შესაძლოა 15 სანტიმეტრამდე (ექვსი ინჩი) თოვლი მოვიდეს. DWD-ის მეტეოროლოგის, ანდრეას ვალტერის თქმით, ამ შაბათ-კვირას გარკვეულ რაიონებში ტემპერატურა შესაძლოა -20 გრადუს ცელსიუსამდე დაეცეს. ჰამბურგსა და ბრემენში სკოლები დაიხურა.
ეროვნულმა სარკინიგზო კომპანია „დოიჩე ბანმა“ მომდევნო დღეებში მნიშვნელოვანი შეფერხებების შესახებ გამოსცა გაფრთხილება. ლიანდაგებიდან და პლატფორმებიდან თოვლის მოსაშორებლად 14 000-ზე მეტი თანამშრომელია მობილიზებული.