ავტორი:

რატომ ცოცხლობენ ხორცის მოყვარულები უფრო დიდხანს, ვიდრე ვეგეტარიანელები?

რატომ ცოცხლობენ ხორცის მოყვარულები უფრო დიდხანს, ვიდრე ვეგეტარიანელები?

დიდი ხნის განმავლობაში გვჯეროდა, რომ ვეგანობა და ვეგეტარიანელობა ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტიაა, თუმცა ახალი კვლევა სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს. მეცნიერები ამბობენ, რომ ხორცზე უარის თქმამ შესაძლოა 100-წლიან ზღვარს დაგაშოროთ.

ჩინეთში ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ხორცს ჭამენ, უფრო ხშირად აღწევენ ას წლამდე ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ მცენარეული საკვებით იკვებება.

ციფრები, რომლებმაც სპეციალისტები გააოცა

კვლევამ, რომელიც 5000-ზე მეტ ადამიანს 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდა, აჩვენა:

ვეგეტარიანელებს 19%-ით ნაკლები შანსი აქვთ, მიაღწიონ 100 წლის ასაკს, ვიდრე მათ, ვინც ხორცსაც მიირთმევს. ვეგანებისთვის (ვინც საერთოდ არ იღებს ცხოველურ პროდუქტს) ვითარება კიდევ უფრო რთულია - მათი შანსი 29%-ით ნაკლებია. თევზის მოყვარულებსაც კი (პესკეტარიანელებს) უფრო ნაკლები შანსი აღმოაჩნდათ ასწლოვანთა კლუბში მოსახვედრად, ვიდრე „ყველაფრის მჭამელებს“.

რატომ არის ხორცი აუცილებელი ხანდაზმულებისთვის?

კვლევის ხელმძღვანელი, დოქტორი სიანგ გაო განმარტავს, რომ 80 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის ორგანიზმს გაცილებით მეტი ნუტრიენტი სჭირდება, ვიდრე ამას ვეგეტარიანული დიეტა სთავაზობს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხორცის მიღება იმ ხანდაზმულებისთვის, რომლებსაც მცირე წონა აქვთ. მათ შემთხვევაში ხორცის ყოველდღიური მოხმარება 100 წლამდე სიცოცხლის შანსს 44%-ით ზრდის.

ოქროს შუალედი: მხოლოდ ხორცი საკმარისი არ არის

მიუხედავად იმისა, რომ კვლევამ ხორცის სარგებელი გამოკვეთა, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მწვადით უნდა იკვებოთ. მეცნიერები ხაზს უსვამენ:

1. ბოსტნეული მაინც უმნიშვნელოვანესია: მათ, ვინც ბოსტნეულს ყოველდღე მიირთმევს, 84%-ით მეტი შანსი აქვთ იცოცხლონ 100 წლამდე.

2. ბალანსი: საუკეთესო შედეგს იძლევა შერეული რაციონი -მცენარეული და ცხოველური საკვების კომბინაცია.

რისკები, რომლებსაც ვეგეტარიანელობა მალავს

ადრინდელმა კვლევებმა ვეგეტარიანული დიეტა ინსულტის, ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენისა და დეპრესიის მაღალ რისკსაც კი დაუკავშირა. მეცნიერების დასკვნა ერთია: ხანდაზმულ ასაკში მკაცრი დიეტები და ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ცილებისა თუ ვიტამინების მოკლება სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს.

წყარო