ჩინეთი, რუსეთი და ირანი სამხრეთ აფრიკის ტერიტორიულ წყლებში საზღვაო წვრთნებს ატარებენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სამხრეთ აფრიკის შეიარაღებული ძალების განცხადებით, წვრთნების მიზანი „საზღვაო ნავიგაციისა და საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა“.
„წვრთნები BRICS PLUS-ის ქვეყნების საზღვაო ძალებს ერთობლივი უსაფრთხოების ოპერაციების მიზნით აერთიანებს“, - აცხადებს სამხრეთ აფრიკის არმია.
ჩინეთის სამხედრო წარმომადგენლების ცნობით, წვრთნებში ბრაზილია, ეგვიპტე და ეთიოპია დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობენ.