გავრცელებულია მოსაზრება, რომ სიმსუქნე მხოლოდ ნებისყოფის საკითხია. პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალ "ლანცეტში“ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და აშშ-ში ათიდან რვა გამოკითხული თვლის, რომ სიმსუქნის პრევენცია მხოლოდ ცხოვრების წესით არის შესაძლებელი.
"ხშირად ვხედავ პაციენტებს, რომლებიც მოტივირებულები, კარგად ინფორმირებულები არიან და დაუღალავად ცდილობენ წონაში დაკლებას, მაგრამ მაინც უჭირთ, ისეთი სიტყვები, როგორიცაა „ნებისყოფა“ და „თვითკონტროლი“, შეცდომაში შემყვანია" - ამბობს ის.

"ადამიანის წონაში მატება დიდწილად მისი გენებით არის განპირობებული“, - განმარტავს პროფესორი სადაფ ფარუკი. მისი თქმით, გარკვეული გენები გავლენას ახდენენ ტვინის იმპულსებზე, რომლებიც არეგულირებენ შიმშილისა და დანაყრების გრძნობას კუჭიდან ტვინში მომავალ სიგნალებზე საპასუხოდ.
შესაძლოა, ამ გენებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი MC4R გენი იყოს. ამ გენის მუტაცია, რომელიც ჭარბ კვებას უწყობს ხელს და დანაყრების შეგრძნებას აქვეითებს, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ერთ მეხუთედზე მოქმედებს.

მისი შეფასებით, სხეულის წონაზე, სავარაუდოდ, ათასობით გენი მოქმედებს, თუმცა მათგან მხოლოდ 30-40-ია დეტალურად ცნობილი: „სწორედ ამიტომ არის ამჟამად ბაზარზე გამოსული წონის დაკლების პრეპარატები ასეთი ეფექტური და მნიშვნელოვანი - ისინი ხელს უწყობენ ამ ბიოლოგიური მექანიზმების წინააღმდეგ ბრძოლას“.
"ეს [დადგენილი] წონა განისაზღვრება გენეტიკით, ასევე სხვა ფაქტორებით, როგორიცაა კვების გარემო, სტრესის დონე და ძილის რეჟიმი“, - ამბობს ჯენკინსონი.
ამ თეორიის თანახმად, სხეულის წონა თერმოსტატის მსგავსად ფუნქციონირებს: სხეული ცდილობს შეინარჩუნოს გარკვეული, სასურველი დიაპაზონი. თუ წონა ამ „დადგენილ წერტილზე“ დაბლა ეცემა, შიმშილი იზრდება და მეტაბოლიზმი ნელდება.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში წონასთან დაკავშირებული პრობლემები სწრაფად იზრდება. ჯანმრთელობის ფონდის 2025 წლის ანალიზის თანახმად, დიდ ბრიტანეთში ზრდასრულთა 60%-ზე მეტი ამჟამად ამ კატეგორიაში ხვდება.
ეს ნაწილობრივ განპირობებულია დაბალი ხარისხის, მაღალკალორიული საკვების, განსაკუთრებით ულტრა-დამუშავებული საკვების დიდი რაოდენობით ხელმისაწვდომობით. ამას დაუმატეთ სწრაფი კვებისა და შაქრიანი სასმელების აგრესიული მარკეტინგი და რეკლამა, ულუფების ზომის ზრდა და ფიზიკური აქტივობის შეზღუდული შესაძლებლობები.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები ამას ობესოგენურ გარემოს (გარემო, რომელიც სიმსუქნეს უწყობს ხელს) უწოდებენ. ეს ტერმინი 1990-იან წლებში გაჩნდა, როდესაც მკვლევარებმა სიმსუქნის ზრდის დაკავშირება გარე ფაქტორებთან დაიწყეს, როგორიცაა საკვების ხელმისაწვდომობა, მარკეტინგი და ურბანული გარემო.