ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. ქვეყნის სამი საავადმყოფოს თანამშრომლები BBC-სთან ამბობენ, რომ მათი კლინიკები გარდაცვლილი და დაშავებული ადამიანებითაა გადატვირთული.
პარასკევს აშშ-მ გაიმეორა, რომ მომიტინგეების მკვლელობას სამხედრო პასუხი მოჰყვებოდა. ირანმა აშშ დაადანაშაულა მშვიდობიანი პროტესტების „ძალადობრივ დივერსიულ აქტებად და ფართოდ გავრცელებულ ვანდალიზმად“ გადაქცევაში.

მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მორიგ განცხადებას აქვეყნებს და ამბობს, რომ აშშ მზად არის ირანის დახმარებისთვის.
“ირანი თავისუფლებას ეძებს, შესაძლოა, როგორც არასდროს აქამდე. აშშ მზად არის დახმარებისთვის!” - წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები 28 დეკემბერს დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 65-ს აღწევს.