ცნობილი თურქი მსახიობი, ჯან იამანი სტამბოლში პოლიციამ დააკავა. იამანი ნარკოტიკებთან ბრძოლის ოპერაციის ფარგლებშია დაკავებული.
სტამბოლის პოლიციამ გვიან ღამით ქალაქის 9 ღამის კლუბში და რამდენიმე სასტუმროში ჩაატარა ჩხრეკა რა დროსაც იამანი და მასთან ერთად კიდევ 6 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არის კიდევ ერთი მსახიობი, სელენ გორგუზელი.
გავრცელებული ინფორმაციით, იამანს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა.
პროკურორების ცნობით კი, საერთო ჯამში, სხვადასხვა ადგილას ჩატარებული ჩხრეკისას, დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული.