რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ნიუ იორკ თაიმსს" ინტერვიუ მისცა. ინტერვიუ თეთრ სახლში ჩაწერეს. ჟურნალისტებს ერთი საინტერესო დეტალი არ გამოჰპარვიათ - როგორც NYT წერს, ტრამპი ოთახში მყოფებს, თანაშემწეებს, მრჩევლებს მამის ფიგურის ტონით მიმართავდა.
სწორედ ტრამპის მიერ ნაჩუქარი ფეხსაცმელები ეცვა, ორივე მათგანს მაშინ როცა თეთრ სახლს NYT-ის ჟურნალისტები ეწვივნენ.


ვენსსაც და რუბიოსაც ტრამპმა ოთხი წყვილი შავი ფეხსაცმელი აჩუქა.
სხვათაშორის, ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა გასულ თვეში საჯაროდ თქვა, რომ ტრამპმა მისი და რუბიოს ფეხსაცმელების კრიტიკის მიზნით, "ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შეაჩერა".
"არა, არა, ერთი წამით მოიცადეთ, აქ გაცილებით მნიშვნელოვანი რამ არის - ფეხსაცმელი", - თქვა პრეზიდენტმა შეხვედრისას", - იხსენებს ჯეი დი ვენსი. ვიცე პროზიდენტის თქმით, შემდეგ ტრამპმა როგორც მას, ასევე რუბიოს ფეხის ზომა ჰკითხა. ფეხის ზომის გაგების შემდეგ კი ტრამპმა თქვა, რომ - "ფეხის ზომით ადამიანის შესახებ ბევრი რამის თქმა შეიძლება".

როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტს არ მოეწონა რუბიოსა და ვენსის ფეხის ზომა და საჩუქრად დიდი ზომის ფეხსაცმელი აჩუქა.