ავტორი:

ერთი დაღუპული, გადამწვარი დასახლებები და ევაკუირებული მოსახლეობა - ავსტრალიაში ტყის ხანძრების ათეულობით კერას ამ დრომდე ებრძვიან

ერთი დაღუპული, გადამწვარი დასახლებები და ევაკუირებული მოსახლეობა - ავსტრალიაში ტყის ხანძრების ათეულობით კერას ამ დრომდე ებრძვიან

ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ტყის ხანძრების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 300 საცხოვრებელი შენობა განადგურდა. ხანძარი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე დღის განმავლობაში მძვინვარებდა. ათეულობით კერა იყო ძირითადად ვიქტორიის შტატში ათეულობით, ხანძარი შეინიშნებოდა ახალ სამხრეთ უელსში, რომელმაც ლონდონზე თითქმის ორჯერ მეტი ფართობის მიწა გადაწვა.

ვიქტორიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხანძარს ათასობით მეხანძრე და 70-ზე მეტი თვითმფრინავი ებრძოდა. ათზე მეტი თემის მაცხოვრებლებს სახლების დატოვება ურჩიეს, განხორციელდა დასახლებების ევაკუაცია. ხელისუფლება შიშობს, რომ ხანძარი, რომელსაც ცხელი და ქარიანი პირობები აძლიერებს, შესაძლოა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.

ვიქტორიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინტა ალანმა, განაცხადა, რომ შტატში 30 აქტიური ხანძარი მძვინვარებდა, რომელთაგან ათის ჩაქრობა განსაკუთრებით გაუჭირდათ. მისი თქმით შტატში 350 000 ჰექტარი დაიწვა.

პოლიციის ცნობით, ადამიანის ნეშტი ლონგვუდის მახლობლად, შტატის დედაქალაქ მელბურნიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 110 კილომეტრში მდებარე სოფელ გობურში იპოვეს. მსხვერპლი დამწვარი სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. გარდაცვლილი ჯერ არ არის იდენტიფიცირებული.

წყარო