აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანში საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულ ვარიანტებს განიხილავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანში არსებული ვითარების შესახებ ანგარიშს ყოველ საათში აწვდიან და მიანიშნა, რომ “ირანი კვეთს იმ წითელ ხაზს, რომელიც მან ირანის რეჟიმისთვის დაადგინა“. კერძოდ, კითხვაზე : „გადაკვეთეს თუ არა მათ თქვენი წითელი ხაზები?“ - ტრამპმა უპასუხა:
მისი თქმით, ამას შეერთებული შტატები ძალიან სერიოზულად განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. სამხედროები ამას განიხილავენ. ჩვენ ძალიან ძლიერ ვარიანტებს განვიხილავთ. გადაწყვეტილებას მივიღებთ“, -აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
როგორც მედია წერს, ირანის ლიდერებმა აშშ-თან მოლაპარაკებისთვის მზაობა გამოთქვეს. „გუშინ დარეკეს. ირანმა მოლაპარაკებისთვის დარეკა. ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ. ვფიქრობ, ისინი დაიღალნენ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმით. ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
„ის ამ საქმეში ძალიან კარგია, მას ძალიან კარგი კომპანია ჰყავს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა კითხვას, ითანამშრომლებს თუ არა მასკის კომპანია SpaceX-თან, რომელიც ირანში Starlink-ის სახელწოდების სატელიტურ ინტერნეტ სერვისს სთავაზობს.
უკვე მეოთხე დღეა, მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე, ირანის მმართველობამ ქვეყანაში ინტერნეტი გათიშა.
იხილეთ ასევე: