აშშ-ში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაცია HRANA-ს ინფორმაციით, ბოლო 15 დღის განმავლობაში ირანში დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 544-მდე გაიზარდა. დადასტურებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის 8 არასრულწლოვანი.
CNN-ის ინფორმაციით, დაკავებულია, სულ მცირე, 10 675 ადამიანი, მათ შორის 169 არასრულწლოვანი. ორგანიზაციის ინფორმაციით, მსხვერპლთა უმეტესობა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, მათ, ძირითადად, ახლო მანძილიდან აქვთ ნასროლი.

ინტერნეტში ვრცელდება თეირანში გადაღებული კადრები, რომელშიც, ჩანს რომ ახლობლები დაღუპულებს შორის ახლობლების ამოცნობას როგორ ცდილობენ. კადრების თანახამდ, ანტისამთავრობო არეულობის დროს დაღუპულთა ცხედრები ქუჩაშია მიმოფენილი.
84 საათზე მეტია ირანის მასშტაბით, გათიშულია ინტერნეტი და ტელეფონის მომსახურება.
ამის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკთან ირანში ინტერნეტის აღდგენის საკითხზე საუბარს გეგმავს.
"ის ამ საქმეში ძალიან კარგია, მას ძალიან კარგი კომპანია აქვს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა კითხვას, ითანამშრომლებს თუ არა მასკის კომპანია SpaceX-თან, რომელიც ირანში Starlink-ის სახელწოდების სატელიტურ ინტერნეტ სერვისს სთავაზობს.
მას შემდეგ რაც ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანში საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულ ვარიანტებს განიხილავს, როგორც ჩანს მხარეებს შორის კონტაქტი შედგა.
დონალდ ტრამპის თქმით, ირანის ლიდერებმა აშშ-თან მოლაპარაკებისთვის მზაობა გამოთქვეს.
"გუშინ დარეკეს. ირანმა მოლაპარაკებისთვის დარეკა. ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ. ვფიქრობ, ისინი დაიღალნენ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმით. ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ოფიციალურ სოციალურ ანგარიშზე გამოქვეყნდა კარიკატურა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანგრეული სარკოფაგშია გამოსახული, შემდეგი წარწერით: "და ესეც დაემხობა.“
კარიკატურასთან ერთად გამოქვეყნებულ ტექსტში მოხსენიებულია ისტორიული მეფეები, რომელშიც წერია რომ ისინი „თავიანთი ამპარტავნების პიკზე დაამხვეს“.
ირანის მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც იმართება.
ინციდენტი დაფიქსირდა ლოს-ანჯელესში - ერთი პირი დააკავეს მას შემდეგ, რაც ირანის მთავრობის საწინააღმდეგოდ შეკრებილ მომიტინგეებში მამაკაცი სატვირთო მანქანით შეიჭრა. ხოლო თეირანში დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს მას შემდეგ, რაც ლონდონში მომიტინგემ ირანის საელჩოს დროშა ჩამოხია.
იხილეთ ასევე: