დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ახალი, შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის, Nightfall-ის, შექმნას გეგმავს, რომელსაც შეუძლია 200 კგ-იანი ქობინის გადატანა 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე.
Reuters-ი ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ჰილიზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, პროექტ Nightfall-ის ფარგლებში გამოაცხადა კონკურსი სახმელეთო ბაზირების ბალისტიკური რაკეტების სწრაფად შესაქმნელად. გამოცემა The Sun-ი წერს, რომ ეს საკმარისია ბრძოლის ველიდან მოსკოვზე დარტყმისთვის.
გამოცემის ცნობით, უკრაინისთვის რაკეტების წარმოების განზრახვა დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილიმ, რომელიც ხუთშაბათს კიევში იმყოფებოდა, როდესაც რუსეთმა რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა განახორციელა.
„ეს იყო სერიოზული მომენტი და მკაცრი შეხსენება იმისა, თუ როგორ ესხმის უკრაინელებს დრონები და რაკეტები თავს ნულს ქვემოთ ტემპერატურაზე. ჩვენ ამას არ შევეგუებით და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ უკრაინელებს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ, უახლესი იარაღი მივცეთ“, - აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.