ლოს-ანჯელესში "ოქროს გლობუსის" 2026 წლის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რასაც განიხილავს მსოფლიოს მეინსტრიმ მედია. ღონისძიების წამყვანი კომიკოსი ნიკი გლეიზერი იყო, რომელიც არც პოლიტიკურ განცხადებებს შეუშინდა და ვარსკვლავების წინაშე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა.
“რა წარმოუდგენელი კარიერა ჰქონდა ლეონარდო დიკაპრიოს! უამრავი საკულტო როლი, დიდებულ რეჟისორებთან მუშაობა, 3 "ოქროს გლობუსი", "ოსკარი" და ყველაზე შთამბეჭდავი ის არის, რომ ამ ყველაფერს მანამდე მიაღწიე, ვიდრე შენი შეყვარებული 30 წლის გახდა...
ლეო, ბოდიში ხუმრობისთვის, სისულელეა, ვცდილობდი არ მეხუმრა, მაგრამ შენზე სხვა არაფერი ვიცით, მეგობარო. ფაქტობრივად, არაფერი,“- მიმართა წამყვანმა დიკაპრიოს, რასაც ვარსკვლავი ღიმილით შეხვდა.
მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის, ფილმში "Marty Supreme", “ოქროს გლობუსი“ მოიპოვა 30 წლის მსახიობმა ტიმოთი შალამემ.
ხოლო ქალის მთავარი როლის შესრულებისთვის ჯილდო ირლანდიელ მსახიობს, ჯესი ბაკლის გადაეცა ფილმისთვის "ჰამნეტი".


სამსახიობო ჯილდოს მფლობელებს შორის არიან: ტეიანა ტეილორი, როუზ ბირნი, ვაგნერ მოურა და სტელან სკარსგარდი.
"ოქროს გლობუსი“ "ოსკარის" დაჯილდოების გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
ფილმების კატეგორიებში მთავარი ჯილდოები "ერთი ბრძოლა მეორეს შემდეგ“ და "ჰამნეტმა“ მოიპოვეს, ხოლო ფავორიტი სერიალი Adolescence გახდა - სერიალში შესრულებული როლისთვის ჯილდო 16 წლის ოუენ კუპერსაც გადაეცა.

Frankenstein
Hamnet — გამარჯვებული
It Was Just An Accident
The Secret Agent
Sentimental Value
Sinners
ტეიანა ტეილორი, One Battle After Another — გამარჯვებული
ემილი ბლანტი, The Smashing Machine
ელ ფენინგი, Sentimental Value
არიანა გრანდე, Wicked: For Good
ინგა იბსდოტერ ლილეასი, Sentimental Value
ემი მედიგანი, Weapons
სტელან სკარსგარდი, Sentimental Value - გამარჯვებული
ბენისიო დელ ტორო, One Battle After Another
ჯეიკობ ელორდი, Frankenstein
პოლ მესკალი, Hamnet
შონ პენი, One Battle After Another
ადამ სენდლერი, Jay Kelly
Demon Slayer: Kimetsu no Yaiba
Infinity Castle
Elio
KPop Demon Hunters — გამარჯვებული
Little Amélie or the Character of Rain
Zootopia 2
პოლ ტომას ანდერსონი, One Battle After Another — გამარჯვებული
რაიან კუგლერი, Sinners
გილერმო დელ ტორო, Frankenstein
ჯაფარ პანაჰი, It Was Just an Accident
იოაკიმ ტრიერი, Sentimental Value
ქლოი ჟაო, Hamnet
იხილეთ ასევე: