კინო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, რიგით 83-ე Golden Globes 2026-ის ("ოქროს გლობუსის") დაჯილდოების ცერემონია აშშ-ში, ლოს-ანჯელესში მდებარე The Beverly Hilton Hotel-ში გაიმართა.
“ოქროს გლობუსის“ ნომინანტებს შორის იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა ტიმოთი შალამე, ლეონარდო დიკაპრიო, ჯესი ბაკლი და სხვა.
საუკეთესო დრამატული ფილმის ჯილდო მოიპოვა ფილმმა Hamnet-მა. პოლ თომას ანდერსონის "ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“ საუკეთესო ფილმად დასახელდა - მიუზიკლის ან კომედიის ნომინაციაში.
რაც შეეხება მსახიობებს, გამარჯვებულებს შორის არიან: ტიმოთი შალამე, სერიალის “მოზარდობა“ ვარსკვლავი - 16 წლის ოუენ კუპერი და სხვები. თუმცა მსოფლიო მედიის ყურადღება წითელმა ხალიჩამ და ვარსკვლავების გამოჩენამ მიიქცია.
როგორც ყოველთვის, ყველას მზერა ვარსკვლავური წყვილის - ტიმოთი შალამესა და მისი მეგობარი გოგონას, კაილი ჯენერის მიმართ იყო მიპყრობილი. შალამემ მას თავის სიტყვაში მადლობაც გადაუხადა და საჯაროდ სიყვარულიც აუხსნა.

არიანა გრანდე ჯილდოზე გასულ წელაც იყო ნომინირებული - მიუზიკლისთვის "Wicked Witch“ და ახლა მისი გაგრძელებისთვის "Wicked Witch: For Good“ წარადგინეს.
მან VIVIENNE WESTWOOD-ის კაბა მოირგო.

გლენ პაუელი კომედიურ სატელევიზიო სერიალ Chad Powers-ში შესრულებული როლის გამო იყო ნომინირებული.
ჯენა ორტეგა "ადამსების ოჯახის“ სპინ-ოფში შესრულებული როლისთვის დაჯილდოვდა. მან არჩევანი DILARA FINDIKOGLU-ს დიზაინზე შეაჩერა.

სელენა გომესი წითელ ხალიჩაზე მუსიკალურ პროდიუსერთან და ასევე მის მეუღლესთან - ბენი ბლანკოსთან ერთად გამოჩნდა. წყვილმა სექტემბერში იქორწინა. გომესს CHANEL-ის სადა და ელეგანტური კაბა ემოსა.
ღონისძიებაზე დამსწრე ვარსკვლავებს შორის იყო Blackpink-ის სოლისტი ლიზა, რომლის კინოდებიუტიც შედგა ფილმში "თეთრი ლოტოსი“. მას JACQUEMUS-ის კაბა ეცვა.

The Last of Us-ის ვარსკვლავი ბელა რემსი ბაფთით შეკრული კოსტიუმით გამოჩნდა.
ჯულია რობერტსი თავის კარიერაში მე-11 "ოქროს გლობუსის“ ნომინაციაზე იყო წარდგენილი ფილმისთვის "ნადირობის შემდეგ“.
ოუენ კუპერმა Netflix-ის მძაფრსიუჟეტიან დრამაში "მოზარდობა“ შესრულებული როლისთვის არაერთ დაჯილდოების ცერემონიაზე გაიმარჯვა. მას BOTTEGA VENETA-ს კოსტიუმი ემოსა.

ვარსკვლავი ლეონარდო დიკაპრიო, რომელიც ერთ-ერთი ნომინანტი იყო, DIOR-ის ელეგანტურ კოსტიუმში გამოჩნდა.

წითელ ხალიჩაზე გამოჩენილ ვარსკვლავებს შორის იყვნენ ცოლ-ქმარი ნიკ ჯონასი და პრიანკა ჩოპრა. დიკაპრიოს მსგავსად, პრიანკამ არჩევანი DIOR-ზე შეაჩერა.
ჯეიკობ ელორდი ორჯერ იყო ნომინირებული: ფილმ “ფრანკენშტეინში“ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის და მინისერიალ "ჩრდილოეთის ვიწრო გზაში" საუკეთესო მსახიობი მამაკაცი კატეგორიაში. მას BOTTEGA VENETA-ს კლასიკური კოსტიუმი ეცვა.

ლეგენდარულმა ჯენიფერ ლოპესმა კი ტრადიციას არ უღალატა და ნახევრად გამჭვირვალე, ყვავილებიანი დეკორით გაფორმებული კაბით გამოჩნდა, რომელიც JEAN LOUIS SCHERRER-ის მიერ არის შექმნილი.

მომღერალმა მაილი საირუსმა SAINT LAURENT-ის შავი, მბზინავი კაბა მოირგო, რომელსაც დიდი სათვალე ამშვენებდა.

მსახიობი პამელა ანდერსონი წითელ ხალიჩაზე მინიმალური მაკიაჟით და თეთრი სამოსით გამოჩნდა. Ferragamo-ს კოსტიუმს მან Pandora-ს სამკაული შეუხამა.

წითელ ხალიჩაზე თავისი განწყობა შექმნა რეპერმა სნუპ დოგმა, რომელი შავ ელეგანტურ სმოკინგში იყო წარმოდგენილი.