ავტორი:

"ჩემი ცხოვრების სიყვარულო...“ - როგორ ულოცავს ხვიჩა კვარაცხელია მეუღლეს დაბადების დღეს?

"ჩემი ცხოვრების სიყვარულო...“ - როგორ ულოცავს ხვიჩა კვარაცხელია მეუღლეს დაბადების დღეს?

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი და პარიზული პსჟ-ს თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში იშვიათ და ძალიან პირადულ ფოტოს აქვეყნებს. მისი მეუღლე, ნიცა თავაძე იუბილარია და მიუხედავად იმისა, რომ წყვილი საფრანგეთის დედაქალაქში ყურადღების ცენტრშია, ხვიჩამ დაბადების დღე ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე, ძალიან თბილი კადრით მიულოცა.

ფოტოზე, რომელიც ხვიჩამ "ინსტაგრამსთორიში“ გააზიარა, ნიცა მათ პატარა ვაჟთან, დამიანესთან ერთად არის აღბეჭდილი.

"HBD love of my life“ (გილოცავ დაბადების დღეს, ჩემი ცხოვრების სიყვარულო), - წერს ხვიჩა.

  • პარიზული ცხოვრება და ოჯახური იდილია

მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ-ჟერმენის“ რიგებს შეუერთდა, მისი და მისი ოჯახის ცხოვრება ახალ ეტაპზე გადავიდა. საფრანგეთის დედაქალაქში მათ მიმართ ინტერესი უდიდესია, თუმცა ნიცა თავაძე კვლავინდებურად ინარჩუნებს იმიჯს, რომლითაც ქართველმა გულშემატკივარმა შეიყვარა - თავმდაბლობა და სისადავე.

ისინი პარიზშიც ისეთივე დახურული ცხოვრებით ცხოვრობენ, როგორც ნეაპოლში ყოფნისას. ოჯახურ კადრებს კი იშვიათად აქვეყნებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და ამბიციურ კლუბში თამაშობს, სადაც ვარსკვლავური ცხოვრება ჩვეული ამბავია, ნიცა თავაძე მუდმივად ცდილობს საჯარო ცხოვრებისგან დამალვას.

ნიცა, რომელმაც პროფესია დაოჯახებამდე აირჩია და თბილისში სამედიცინოზე ჩააბარა, ქორწილის შემდეგ ჯერ იტალიის ქალაქ ნეაპოლში, ახლა კი პარიზში აგრძელებს შვილის, დამიანეს აღზრდას და მეუღლის მხარდაჭერას.

ხვიჩას მეუღლე ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია, რომელიც არ იყენებს მეუღლის პოპულარობას საკუთარი ცნობადობის გასაზრდელად. ის იშვიათად ჩნდება მედიასთან და არ მონაწილეობს სოციალურ აქტივობებში.

ამჟამად ხვიჩა პსჟ-ს შემადგენლობაში ბრწყინვალე სეზონს ატარებს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისი ყველაზე დიდი გამარჯვება სწორედ მისი ოჯახია.