ავტორი:

"შეუძლებელი მიღწეულია" - მეცნიერებმა შეიმუშავეს ინექცია, რომელიც სიბრმავის თავიდან აცილებას შესაძლებელს ხდის

"შეუძლებელი მიღწეულია" - მეცნიერებმა შეიმუშავეს ინექცია, რომელიც სიბრმავის თავიდან აცილებას შესაძლებელს ხდის

ექიმების თქმით, "შეუძლებელი მიღწეულია" - ლონდონში მდებარე მურფილდსის საავადმყოფო მსოფლიოში პირველი სპეციალიზებული კლინიკაა, სადაც ინიექციის გამოყენებით, თავიდან აიცილეს სიბრმავე ჰიპოტონიის მქონე ადამიანებში.

  • ჰიპოტონიის დროს თვალის კაკლის შიგნით წნევა სახიფათოდ დაბალია, რაც მის თვითშეკუმშვას იწვევს. ზოგჯერ ეს თვალის ოპერაციის ან გარკვეული მედიკამენტების გვერდითი ეფექტია. მკურნალობის გარეშე ადამიანები შეიძლება დაბრმავდნენ.

აქამდე, ექიმები დაავადების სამკურნალოდ სტეროიდებს და სილიკონის ზეთს იყენებდნენ. თუმცა, მათი ხანგრძლივი გამოყენება რეკომენდებული არ არის და მხედველობას არ აღადგენს.

მურფილდსის ექსპერტებმა გადაწყვიტეს, განსხვავებული მიდგომა გამოეცადათ და ამისთვის ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზი გამოიყენეს. თუმცა, მისი ერთჯერადი გამოყენების ნაცვლად, გუნდმა გადაწყვიტა, რომ ის თვალის ძირითად ნაწილში, თერაპიის ახალი ტიპის სახით შეეყვანათ.

მათ ამ დროისთვის 35 პაციენტს უმკურნალეს და პირველი რვა პაციენტის შედეგები British Journal of Ophthalmology-ში გამოაქვეყნეს.

  • ერთ-ერთი პაციენტი 47 წლის ნიკი გაია, რომელიც თავის ისტორიას BBC-ს უზიარებს.

„ამან ცხოვრება შემიცვალა. ყველაფერი დამიბრუნა. ვხედავ, როგორ იზრდება ჩემი შვილი" - ამბობს ის - "თუ მხედველობა მთელი ცხოვრება შემინარჩუნდება, ეს მართლაც ბრწყინვალე იქნება. შეიძლება ვეღარასდროს შევძლო მანქანის მართვა, მაგრამ ამას შევეგუები!“

ნიკის მხედველობის პრობლემა 2017 წელს, შვილის გაჩენის შემდეგ დაეწყო. მას თავდაპირველად მარჯვენა თვალში დიდი რაოდენობით სილიკონის ზეთი შეუყვანეს, მაგრამ მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო.

წყარო