ავტორი:

მერიამ 2 ახალი მეტროსადგურის მშენებლობაზე ბაზრის კვლევა გამოაცხადა - სად იგეგმება ახალი სადგურების დამატება?

მერიამ 2 ახალი მეტროსადგურის მშენებლობაზე ბაზრის კვლევა გამოაცხადა - სად იგეგმება ახალი სადგურების დამატება?

თბილისში ახალი მეტროსადგურების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და მშენებლობის შესყიდვის თაობაზე "თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, იგეგმება გლდანისა და ვარკეთილის მიმართულებებით თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის გაგრძელება.

პროექტის ფარგლებში უნდა აშენდეს მეტრო, მოეწყოს ხიდები, გვირაბები და შახტები.

დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ მეტროს ხაზის პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სავარაუდო სიგრძე: 5.2 კმ-ია.

მათ შორის:

გლდანის მიმართულება: 2.2 კმ;ვარკეთილის მიმართულება: 3 კმ.უნდა დაპროექტდეს 4 სადგური, 2 გლდანის (ერთი არსებული და მეორე ახალი) და 2 ვარკეთილის (ერთი არსებული და მეორე ახალი) მიმართულებით. რაც შეეხება ასაშენებელი სადგურების რაოდენობას, უნდა აშენდეს თითო-თითო სადგური გლდანისა და ვარკეთილის მიმართულებებზე.

პრეტენდენტს 2010 წლიდან უნდა გააჩნდეს უნდა გააჩნდეს ახალი მეტროპოლიტენის დაპროექტებისა და მშენებლობის გამოცდილება. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ ორი ახალი მეტროპოლიტენის ხაზისა და არანაკლებ 5 მეტროპოლიტენის სადგურის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, (მათ შორის არანაკლებ 2 (ორი) მეტროს სადგურში დახრილი საესკალატორო გვირაბისა და ესკალატორის პროექტირება). გააგრძელეთ კითხვა