აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) ბავშვთა იმუნიზაციის გრაფიკში ცვლილებები შეიტანა. ამიერიდან ბავშვების საყოველთაო ვაქცინაციის რეკომენდაცია სამ კატეგორიად იყოფა:
იმ ბავშვებისთვის, რომლებიც გარკვეულ მაღალი რისკის ჯგუფებს არ მიეკუთვნებიან, ვაქცინაცია ორ თვემდე არ არის რეკომენდებული.
პირველი კატეგორია მოიცავს 11 ვაქცინას - ჯგუფში შედის დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, Haemophilus influenzae-ს b ტიპის ვაქცინას, პნევმოკოკური დაავადების, პოლიომიელიტის, წითელას, ყბაყურას, წითურას, ადამიანის პაპილომავირუსის და ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინას.
მეორე კატეგორია მოიცავს ვაქცინებს, რომლებიც რეკომენდებულია მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებისთვის ან პოპულაციებისთვის და შედგება რესპირატორული სინციტიური ვირუსის, A და B ჰეპატიტის, დენგეს ცხელების, მენინგოკოკური ACWY და B ვაქცინებისგან.
მესამე კატეგორია მოიცავს „საერთო კლინიკური გადაწყვეტილების საფუძველზე“ მიღებულ ვაქცინაციებს, რომელშიც მოიაზრება გრიპის, COVID-19-ის, როტავირუსის, A და B ჰეპატიტის ვაქცინები.
ახალი რეგულაცია მას შემდეგ ამოქმედდა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასული წლის 5 დეკემბრის დასაწყისში ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლითაც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივანს (HHS) რობერტ ფ. კენედი უმცროსს დაავალა შეესწავლა, თუ როგორ ადგენენ სხვა ქვეყნები ბავშვთა ვაქცინაციის გრაფიკებს.