ავტორი:

ბრუკლინ ბექჰემმა მშობლებს აცნობა, რომ მას მხოლოდ ადვოკატების მეშვეობით უნდა ეკონტაქტონ - ის ითხოვს, პირდაპირ არ დაუკავშირდნენ და სოცქსელში მისი სახელი არ ახსენონ

ბრუკლინ ბექჰემმა მშობლებს აცნობა, რომ მას მხოლოდ ადვოკატების მეშვეობით უნდა ეკონტაქტონ - ის ითხოვს, პირდაპირ არ დაუკავშირდნენ და სოცქსელში მისი სახელი არ ახსენონ

გასულ კვირას, Daily Mail-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრუკლინ ბექჰემმა მშობლებს იურისტების მომზადებული წერილი გაუგზავნა, რომლის თანახმადაც, დევიდ და ვიქტორია ბექჰემებს შვილთან შეხვედრა მხოლოდ ადვოკატების მეშვეობით შეეძლებათ.

შეტყობინებაში ბრუკლინმა მშობლებს სთხოვა, პირდაპირ არ დაუკავშირდნენ და სოციალურ ქსელში მისი სახელი არ ახსენონ. მან აღნიშნა, რომ ურთიერთობის დალაგების ნებისმიერი მცდელობა უნდა მოხდეს პირადად და არა საჯაროდ. გავრცელებული ინფორმაციით, რომ წერილი ბრუკლინის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ემსახურება, რადგან დევიდისა და ვიქტორიას ონლაინ პოსტებმა მასზე გავლენა მოახდინა.

"ამან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია... ის მხოლოდ თავის დაცვას ცდილობს“, - განაცხადა წყარომ.

სკანდალი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ბრუკლინის დედამ, ვიქტორია ბექჰემმა, უფროსი შვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო მოიწონა. ბრუკლინმა ეს საკუთარი პირობების დარღვევად აღიქვა და სოციალურ ქსელებში მშობლები და ძმები დაბლოკა.

ცნობისთვის, მედიაში უკვე რამდენიმე თვეა წერენ ბრუკლინისა და მშობლების გართულებულ ურთიერთობაზე. ტაბლოიდების ცნობით, ყველაფერი ბრუკლინის ცოლსა და ვიქტორია ბექჰემს შორის კონფლიქტს უკავშირდება.

წყარო