ავტორი:

“დარბაზშივე დააკავეს და ამჟამად, სავარაუდოდ, არის სასჯელაღსრულების დაწესებულების გზაზე“ - ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი

“დარბაზშივე დააკავეს და ამჟამად, სავარაუდოდ, არის სასჯელაღსრულების დაწესებულების გზაზე“ - ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი

“პროცესზე მოსამართლემ ჰკითხა ირაკლი ღარიბაშვილს, აღიარებდა თუ არა მის მიმართ წარდგენილ ბრალს, რაზედაც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ კი ბატონო, აღიარებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალს - დარბაზშივე დააკავეს და ამჟამად, სავარაუდოდ, არის სასჯელაღსრულების დაწესებულების გზაზე“, - ამის შესახებ ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, მიხეილ შაყულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

  • როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა განმარტა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მისსავე სასამართლო პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 15:00 საათზე დაიბარეს.

„პროცესზე მოსამართლემ ჰკითხა, როგორც ყველა ბრალდებულს, რომ აღიარებდა თუ არა მის მიმართ წარდგენილ ბრალს, რაზედაც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ კი ბატონო, აღიარებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალს.

დილის 10:00 საათზე პროკურატურაში დავიწყეთ მუშაობა, გავაფორმეთ ოქმები, ამის შემდეგ, საჭიროა, რომ ის ოქმები, საქმე შეკერო, წამოიღო, კანცელარიას დაეწეროს, ვიღაცა მოსამართლეს დაეწეროს და შესაბამისად, 15:00 საათზე უკვე მოსავლელად და განსახილველად დაგვიბარეს. შესაბამის საათზე და დროზე მოვედით. დარბაზის ნომრისთვის ნამდვილად არ შემიხედავს, რომელ დარბაზში შევედი და გამოვედი. ადგილზე იყო პროკურორიც, მოსამართლეც, ადვოკატიც და ბრალდებულიც. კი ბატონო, დარბაზშივე დააკავეს და ამჟამად, სავარაუდოდ არის სასჯელაღსრულების დაწესებულების გზაზე“- ავრცელებს “ინტერპრესნიუსი“ მიხეილ შაყულაშვილის განცხადებას.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. პროკურატურის განცხადებით, ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.

იხილეთ ასევე: