ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკვეთის ღონისძიების სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ეხმიანება და შესაბამის პოსტს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
"მე პიჯაკების საქმეზე 8 მილიონ 400 ათასი ლარის, ე.ი. 3 მილიონი $-ის "გაფლანგვას" მედავებოდნენ.
არა მითვისებას, არამედ სწორედ რომ "გაფლანგვას" - ოფიციალურ ხარჯებს ოფიციალურ ვიზიტებზე და ქილერი ფარცხალაძის შეკერილი საქმით 9 წელი მომისაჯეს.ღარიბაშვილს პირადად მითვისებული 6 მილიონი დოლარი სახლში უპოვეს და მხოლოდ 5 წელი მისცეს, ისიც დარწმუნებული ვარ ძალიან მალე გარეთ გააგდებენ.
ვისაც ღარიბაშვილის ასე ჩასმა გაგიხარდათ, ვერ ხართ ვერაფერში გარკვეულები. სინამდვილეში საქმე გვაქვს ივანიშვილის მორიგ უსამართლობასთან", - აღნიშნავს სააკაშვილი.