ავტორი:

"ვიცი, გამოჩნდებიან “ცინიკოსები” და დაიწყებენ ქილიკს, მაგრამ ვინც კარგად იცნობს ირაკლი ღარიბაშვილს, მიხვდება რასაც ვამბობ" - რას წერს ალექსანდრე თამაზაშვილი

"ვიცი, გამოჩნდებიან “ცინიკოსები” და დაიწყებენ ქილიკს, მაგრამ ვინც კარგად იცნობს ირაკლი ღარიბაშვილს, მიხვდება რასაც ვამბობ" - რას წერს ალექსანდრე თამაზაშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

  • ალექსანდრე თამაზაშვილი:

"ჩემთვის რთულია ემოციების გარეშე გავიაზრო ი, რაც ხდება ირაკლის გარშემო. მით უმეტეს, რთულია გადმოგცეთ ჩემი მოსაზრება, ისე რომ არ დავაზიანო ის, რასაც ირაკლი მთელი შეგნებით უფრთხილდებოდა და უფრთხილდება. ის, რომ მთელი “სანაცეთი” ზეიმობს, ჩვეულებრივი ამბავია.

ისედაც განადგურებულები არიან და მათი გაბოროტებული ემოციები საერთოდ არ მაინტერესებს.

სასაცილოა, იმ ადამიანების სიხარული, აჟიოტაჟი, რომლებსაც ჰგონიათ, რომ დაუფასდებათ და რაიმე სარგებელს მიიღებენ. ბრალშიც წერია და განაჩენშიც, რომ ირაკლის არავისთვის მოუპარავს… არ უსარგებლია სახელმწიფო გავლენით და მით უმეტეს, არც კორუფციაშია ბრალდებული.

ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერზე არსებობს პასუხები და საზოგადოებისთვის გასაგები და მისაღები მიზეზები.

ფაქტია, რომ ირაკლიმ გადაწყვიტა არ შესულიყო სამართლებრივ დავაში, რომელშიც შესაძლებელია გამართლებულიყო ან არ გამართლებულიყო, ამაზე ვერ ვიმარჩიელებთ.

დაზუსტებით კი იმის თქმა შეიძლება, თუ რა სახეს მიიღებდა აღნიშნული პროცესი და როგორ დაზიანდებოდა ის საქმე, რომელსაც გულწრფელი სიყვარულით ემსახურა და ქვეყანას, რომლისთვისაც სიცოცხლესაც გაწირავს.

ვიცი, გამოჩნდებიან “ცინიკოსები” და დაიწყებენ ქილიკს და საპირისპიროს მტკიცებას, მაგრამ ვინც კარგად იცნობს ირაკლი ღარიბაშვილს, მიხვდება რასაც ვამბობ", - წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.