რეფერენდუმის შემთხვევაში, რუმინეთთან გაერთიანებას ხმას მივცემდი, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ბრიტანულ პოდკასტ Rest Is Politics-თან ინტერვიუში განაცხადა.
სანდუს თქმით, კარგად ესმის, რომ მოლდოველების უმეტესობა მის პოზიციას არ იზიარებს.
"როგორც მოლდოვის პრეზიდენტს მესმის, რომ არ არსებობს უმრავლესობა, რომელიც რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა, მაგრამ არსებობს უმრავლესობა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ჩვენ სწორედ ამ მიზნის მიღწევისთვის ვმუშაობთ. ეს ბევრად უფრო რეალისტური მიზანია, რომელიც სუვერენიტეტის დაცვაში გვეხმარება“, - აღნიშნა სანდუმ.