კვიპროსში, ნიქოზიაში, რუსეთის საელჩოს კომპლექსის ტერიტორიაზე, მაღალი რანგის რუსი დიპლომატი საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს.

კვიპროსის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყანა რუსეთის მხრიდან ორგანიზებული ჰიბრიდული შეტევის მსხვერპლი გახდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, რომელიც თითქოსდა, მთავრობის კორუფციას ასახავდა.
ვლადისლავ ბაუმგერტნერი ოდესღაც რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კორპორაციულ ფიგურად ითვლებოდა — იგი "ურალკალის“ გენერალური დირექტორი იყო და ბელარუსის კალიუმის კომპანიის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
თავად რუსი დიპლომატის გარდაცვალება თვითმკვლელობად შეფასდა. ცხედართან აღმოჩნდა წერილიც, რომელიც საელჩოს პოლიციისთვის არ გადაუცია.

თუმცა გაურკვეველი რჩება, რატომ აეკრძალა ადგილობრივ ხელისუფლებას საელჩოს ტერიტორიაზე შესვლა და რატომ არ მიეცათ ექსპერტიზის ჩატარების უფლება. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, საელჩოს თანამშრომლებმა კვიპროსის ხელისუფლებას გარდაცვალების შესახებ რამდენიმე დღის დაგვიანებით აცნობეს.
ჯერჯერობით უცნობია, არსებობს თუ არა კავშირი გარდაცვლილი დიპლომატისა და გაუჩინარებული მილიარდერის ამ ორ იდუმალ საქმეს შორის.