დონალდ ტრამპს ირანში სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია, მაგრამ დიპლომატია პირველი ვარიანტია, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
"ვფიქრობ, ერთ-ერთი რამ, რაც პრეზიდენტ ტრამპს ძალიან კარგად გამოსდის, არის ის, რომ ყველა შესაძლებლობას ძალაში ტოვებს და ავიაიერიშები შესაძლოა ერთ-ერთი იყოს იმ მრავალი ვარიანტიდან, რომელიც განიხილება. პრეზიდენტისთვის დიპლომატია ყოველთვის პირველი ვარიანტია. პრეზიდენტმა აჩვენა, რომ მას სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია და ეს ირანზე კარგად არავინ იცის“, - განაცხადა ლევიტმა.
„ის, რასაც ირანის რეჟიმისგან საჯაროდ ისმენთ, განსხვავდება იმ გზავნილებისგან, რომელსაც ადმინისტრაცია კერძო კომუნიკაციით იღებს“, - აღნიშნა ლევიტმა.
წაიკითხეთ ასევე: