რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური იარაღითა და თავდასხმის დრონებით შეუტია, რამდენიმე რეგიონში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში ამოქმედდა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევსა და ხარკოვში აფეთქებების ხმები ისმოდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა.

„ხარკოვის გარეუბანზე მტრის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხს მიაღწია. ასევე, სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო ექვსმა ადამიანმა”, - განაცხადა ხარკოვის მერმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხარკოვზე თავდასხმის შედეგად Nova Poshta-ს ტერმინალი დაზიანდა.
ირპენი, ბუჩა და გოსტომელი აფეთქებების შემდეგ თითქმის სრულად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. არსებობს პრობლემები წყალმომარაგებასთან დაკავშირებით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა კიევის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. მოგვიანებით, ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმები გაისმა.