ავტორი:

Iran International-ის ინფორმაციით, ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სულ მცირე, 12 000 ადამიანი დაიღუპა

Iran International-ის ინფორმაციით, ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სულ მცირე, 12 000 ადამიანი დაიღუპა

Iran International-ის ინფორმაციით, ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან.

როგორც რედაქცია წერს:

“ყურადღებით განვიხილეთ, უზენაესი ეროვნული უშიშროების საბჭოსთან დაახლოებული წყაროდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორი წყაროსგან, მაშჰედის, კერმანშაჰის და ისპაჰანის ქალაქებში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მრავალი ანგარიშებისგან მიღებული ინფორმაცია, ამას თან დაერთო თვითმხილველთა, მსხვერპლთა ოჯახის წევრების ჩვენებები, სამედიცინო ცენტრებიდან მიღებული მონაცემები და სხვადასხვა ქალაქის ექიმებისა და ექთნების მიერ მოწოდებული ინფორმაცია.“

სწორედ აქედან გამომდინარე რედაქციამ დაასკვნა, რომ ირანში ამ დროისთვის მინიმუმ 12 000 ადამიანია დაღუპული.

ყველაზე მეტი ადამიანი ძირითადად წინა კვირის ორ ღამეში - ხუთშაბათსა და პარასკევს, (8 და 9 იანვარს) დაიღუპა.

Iran International-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ამ მშვიდობიანი მოსახლეობის უმრავლესობა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და ბასიჯის მიერ იქნა მოკლული. მსხვერპლთა უმეტესობა 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი იყო.

წყარო

იხილეთ ასევე: