ავტორი:

ფილიპინებში, ნაგვის "მეწყერმა" ათეულობით ადამიანი მოიყოლა - 11 მათგანი გარდაცვლილი ამოიყვანეს: ტრაგედიის დეტალები

ფილიპინებში, ნაგვის "მეწყერმა" ათეულობით ადამიანი მოიყოლა - 11 მათგანი გარდაცვლილი ამოიყვანეს: ტრაგედიის დეტალები

გასულ კვირას ფილიპინებში ტრაგედია დატრიალდა - ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ სებუში, ბინალიუს ნაგავსაყრელი ჩამოიშალა, რის შედეგადაც დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ტრაგედიის დროს ნაგავსაყრელზე 100-ზე მეტი მუშა იმყოფებოდა.

  • ამ დროისთვის, მაშველებმა ნანგრევებიდან 12 დაშავებული ამოიყვანეს, თუმცა 20-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. ადგილობრივები მომხდარს უწყვეტ წვიმას უკავშირებენ.

სებუს მერის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე 500-ზე მეტი მაშველი მუშაობს და სიცოცხლის ნიშნებიც არის. დეპარტამენტმა ასევე განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება.

„ეს არასდროს უნდა მომხდარიყო. მსგავსი ტრაგედიები ადრეც გვინახავს, ​​მაგრამ იგივე საფრთხეები კვლავ არსებობს“, - განაცხადა სენატორმა იმე მარკოსმა, რომელმაც ბინალიუს ნაგავსაყრელის ოპერაციების გამოძიება მოითხოვა.

გარემოსდაცვითმა ორგანოებმა ნაგავსაყრელის ოპერატორ კომპანიას, Prime Integrated Waste Solutions, Inc.-ს, ადგილზე ოპერაციების შეჩერება მოსთხოვეს.

კანონმდებლებმა კი ქვეყნის ნარჩენების მართვის სისტემისა და სექტორში მომუშავე მუშაკთა სამუშაო პირობების რეფორმირება მოითხოვეს

  • ბინალივის ნაგავსაყრელი 20 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს, რომელთაგან 3 ჰექტარი ნაგავსაყრელებისთვის გამოიყენება.

ხელისუფლება მეწყრის მიზეზს ჯერ კიდევ იძიებს, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილობრივი მაღაროებისა და გეოლოგიური კვლევის ოფისის წინასწარი ანგარიში მიუთითებს ბოლო კვირების განმავლობაში უწყვეტ წვიმაზე, რამაც მასა დაამძიმა და შედეგად ჩამოწვა.

წყარო