ავტორი:

ამერიკელი ცოლ-ქმარი საკუთარ სახლში მოკლეს - პოლიციამ ქალის ყოფილი ქმარი დააკავა: სასტიკი დანაშაულის დეტალები

ამერიკელი ცოლ-ქმარი საკუთარ სახლში მოკლეს - პოლიციამ ქალის ყოფილი ქმარი დააკავა: სასტიკი დანაშაულის დეტალები

მონიკ ტეპე და მისი მეუღლე - სპენსერი, ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსში, საკუთარ სახლში მოკლეს. ტრაგედიამდე წლებით ადრე, ორი შვილის დედას ხანმოკლე ქორწინება ჰქონდა ექიმ მაიკლ დევიდ მაკკისთან, რომელიც საქმეში მთავარ ეჭვმიტანილად ითვლება.

  • ვინ არის მაიკლ დევიდ მაკკი?

39 წლის მაკკი კალიფორნიასა და ილინოისის შტატში ლიცენზირებული ექიმი და ქირურგია. ასევე ჰქონდა სამედიცინო ლიცენზია ნევადაში, რომლის ვადა 2025 წლის ივნისში ამოიწურა. იგი, 10 იანვარს წყვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ჩანაწერების თანახმად, 2005 წელს მაკკიმ ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა, 2014 წელს კი სტაჟირება გაიარა ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის ვექსნერის სამედიცინო ცენტრში.

2020 წელს დაასრულა რეზიდენტურა Carilion Clinic-Virginia Tech Carilion-ის რეზიდენტურის პროგრამაში. იმავე წლის ბოლოს დაიწყო სისხლძარღვთა ქირურგიის შესწავლა მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში, რომელიც 2022 წელს დაასრულა.

  • ქორწინება მონიკ ტეპესთან

ოჰაიოს შტატის ფრანკლინის ოლქის სასამართლო ჩანაწერების თანახმად, წყვილი 2015 წელს დაქორწინდა. მათ არ ჰყოლიათ. ჩანაწერების თანახმად, ტეპემ განქორწინების საბუთები სასამართლოში 2017 წელს შეიტანა.

  • რატომ ითვლება მაკკი მთავარ ეჭვმიტანილად?

მკვლელობების განვითარებისა და თავდასხმის მოტივაციის შესახებ კითხვები გასულ კვირას გამწვავდა, როდესაც კოლუმბუსის პოლიციამ გამოაქვეყნა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, თუ როგორ დადის „საეჭვო პირი“ წყვილის სახლის მახლობლად. WBNS-ის ცნობით, ვიდეოში მაკკის მანქანაც ჩანს. პოლიციამ მოგვიანებით მანქანა როკფორდში, ილინოისის შტატში იპოვა, სადაც ოფიცრებმა დაადასტურეს, რომ მაკკი მისი მფლობელი იყო.

ამ დროისთვის, ბრალდებული ილინოისის შტატში პატიმრობაში იმყოფება. მას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა ედება ბრალად.

წყარო