ბრიტანეთის მთავრობამ ახლახან განაცხადა, რომ უკრაინისთვის ძლიერი ბალისტიკური რაკეტის შექმნას აპირებს. ეს პროექტი, სახელწოდებით "Nightfall", გასულ წელს დაიწყო. რა არის ცნობილი ამ იარაღის შესახებ და როდის შეიძლება მიიღოს ის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა?
„პროექტის მიზანია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერება, ინოვაციებისა და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება 2026 წელს“, - ნათქვამია განცხადებაში.

„უსაფრთხო ევროპას ძლიერი უკრაინა სჭირდება. ეს ახალი ბრიტანული შორი მოქმედების რაკეტები უკრაინას საშუალებას მისცემს, განაგრძოს ბრძოლა პუტინის წინააღმდეგ“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ლუკ პოლარდმა.
ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, Nightfall-ის რაკეტების გაშვება სხვადასხვა სახმელეთო მანქანიდან იქნება შესაძლებელი. მისი მოქმედების რადიუსიც, დაახლოებით 500 კილომეტრია და სამიზნეების განადგურება მოსკოვის ნებისმიერ წერტილში შეუძლია.
Nightfall რაკეტის სავარაუდო ფასი საკმაოდ დაბალია - 800 000 ფუნტ სტერლინგამდე, ანუ დაახლოებით 1 მილიონ დოლარამდე. ეს ძველი ATACMS რაკეტების ღირებულებას შეესაბამება.

იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი მხოლოდ საწყის ეტაპზეა, კიევი ბალისტიკურ რაკეტებს 2027 წლის ბოლოს მიიღებს.
უკრაინის არმიას ბალისტიკური იარაღის უკიდურესად დიდი მოთხოვნილება აქვს. რუსეთის არმია თავდასხმებისთვის აქტიურად იყენებს საკუთარ „ისკანდერ-M“ სარაკეტო სისტემებს ან S-400/S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასევე ჩრდილოეთ კორეის KN-23 ბალისტიკურ რაკეტებს.
მაგალითად, 9 იანვრის ღამეს კიევზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმის დროს რუსეთმა 13 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მათგან მხოლოდ 8-ის ჩამოგდება შეძლეს.
ბალისტიკური რაკეტების ეფექტურობის საიდუმლო მათი მაღალი სიმძლავრე და უკიდურესად მაღალი სიჩქარეა. საჰაერო თავდაცვის სისტემების უმეტესობისთვის ასეთი სამიზნის ჩაჭრა რთულია. თუმცა, ეფექტური ბალისტიკის შემუშავება ხანგრძლივი და რთული პროცესია.

ჯერჯერობით, ერთადერთი სარაკეტო იარაღი, რომელიც ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკრაინას გადასცა, არის შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტები Storm Shadow. კიევმა დასავლელი მოკავშირეებისგან მხოლოდ ტაქტიკური ATACMS რაკეტები მიიღო. 2023-2024 წლებში კი აშშ-სგან ამ რაკეტების მცირე რაოდენობა (დაახლოებით რამდენიმე ათეული) გადაეცა - მარაგი, სავარაუდოდ, უკვე ამოწურულია.
ამავდროულად, უკრაინის სახელმწიფო და კერძო მწარმოებლები საკუთარ ბალისტიკურ რაკეტებს ავითარებენ. თითქმის 20 წელია, უკრაინა ცდილობს შექმნას და გაუშვას ტაქტიკური სარაკეტო სისტემა „საპსანი“.
2024 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინული ბალისტიკური რაკეტების პირველი წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა, ხოლო 2025 წლის ზაფხულში არაოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა “საპსანის“ რაკეტების წარმოებაში გაშვების შესახებ.
იხილეთ ასევე: