ავტორი:

ეკატერინე ტიკარაძე ღარიბაშვილის დაპატიმრებაზე: "ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება..." - "ტვ პირველი"

ეკატერინე ტიკარაძე ღარიბაშვილის დაპატიმრებაზე: "ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება..." - "ტვ პირველი"

"ქართული ოცნების" ხელისუფლები ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით "ტვ პირველის" შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა "ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო".

"იცით რა არის? - მე საჯარო პოლიტიკაში ახლა დიდი ხანია არ ვარ და არ მაქვს გეგმაში გავაკეთო კომენტარი. კი, მე ვთვლი, რომ ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება. გითხარით, კომენტარს არ ვაკეთებ, მაგრამ თუ მაინც გინდათ, მე ვთვლი, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება აქვს მიღებული და ნამდვილად არ ცდება ივანიშვილი თავის გადაწყვეტილებებში არასდროს... სწორი გადაწყვეტილება იყო ძალიან", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.

იხილეთ ასევე: