ქართული სცენის ლეგენდა, ნანი ბრეგვაძე "კვირის პალიტრას" საახალწლო დღესასწაულებზე, ქართულ ტრადიციებსა და სიმღერებზე ესაუბრა.
- ქალბატონო ნანი, ძველით ახალ წელს როგორ აღნიშნავთ?
- ძველით ახალი წელი ძალიან მიყვარს. მჯერა, რომ ყველაფერი ძველი მიდის და რაღაც ახალი მოდის, საუკეთესო. შემდეგი წელი აუცილებლად უკეთესი უნდა იყოს. 2025 წელი რთული იყო, მხოლოდ საქართველოსთვის კი არა, მთელი მსოფლიოსთვის. 2026 წელი კი სიმშვიდის, სიყვარულის, სიწყნარის წელი უნდა იყოს.
ასე რომ, მომავალს დიდი იმედით ვეგებები.
ძალიან მიყვარს ნაძვის ხე და ყველაფერი, რაც კი ამ დღეს უკავშირდება. თანაც, ძველით ახალი წელი ჩემთვის ორმაგად დღესასწაულია. ეკლესიურად - ნინა მქვია, დედაჩემი სულ აღნიშნავდა ამ დღეს, ტრადიცია მისი გარდაცვალების შემდეგაც გავაგრძელეთ. წელსაც ვაპირებდით, მაგრამ დაპატიჟებული ვარ ერთ შესანიშნავ ოჯახში, ჩემი მეგობარია და ჩემი შვილები, ახლობლები და მეგობრები მასთან ვართ მიწვეული.
- როგორც გვახსოვს, ბედობას თქვენთან ბევრი სტუმარია.
- დიახ, ორ იანვარს ჩვენს სახლში სულ დიდი ზეიმია. წელს მხოლოდ უახლოესი ადამიანები მოვიდნენ. ყველაზე იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ ქვეყანაში დიდი სიხარულის დრო არ არის და მშვიდად გავატარეთ ეს დღე. რასაკვირველია, სიმღერები მაინც იყო. შარშან ვინ არ იყო, ძალიან სასიამოვნო ხალხი მოვიდა. ზოგიერთი მათგანი პირველად იყო ჩემს სახლში. ძალიან კმაყოფილები ერთმანეთს ვეფერებოდით.... წაიკითხეთ ვრცლად