ავტორი:

"ირანელო პატრიოტებო, შეინახეთ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები, ისინი დიდ ფასს გადაიხდიან... დახმარება გზაშია" - დონალდ ტრამპის მიმართვა

"ირანელო პატრიოტებო, შეინახეთ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები, ისინი დიდ ფასს გადაიხდიან... დახმარება გზაშია" - დონალდ ტრამპის მიმართვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მან ყველა შეხვედრა გააუქმა ირანის ოფიციალურ პირებთან

  • ის მიმართავს ირანელ მომიტინგეებს და ამბობს, რომ აშშ-ის დახმარება გზაშია.

"ირანელო პატრიოტებო, გააგრძელეთ პროტესტი - აიღეთ თქვენი ინსტიტუციები!

შეინახეთ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები, ისინი დიდ ფასს გადაიხდიან. მე გავაუქმე ყველა შეხვედრა ირანის ოფიციალურ პირებთან, სანამ მომიტინგეების უაზრო ხოცვა არ შეწყდება.

დახმარება გზაშია. MIGA", - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ირანში ორ კვირაზე მეტია რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრაციების დროს მოკლეს ასობით მოქალაქე. გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვა მონაცემები ვრცელდება. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, 2000-ზე მერი დემონსტრანტია მოლული.