აისბერგი, სახელწოდებით - A-23A, ანტარქტიდის ფილხნერის შელფურ მყინვარს 1986 წელს გამოეყო და მას შემდეგ ატლანტიკის ოკეანეში დაცურავს.
თუმცა, NASA-ს მიერ გადაღებული ახალი სატელიტური გამოსახულებები აჩვენებს, რომ ყოფილი “ზღვის მეფე“ ამჟამად დნობით გამოწვეული წყლითა და ე.წ ლურჯი ტალახით( დნობის პროცესში წარმოქმნილი ყინულისა და წყლის ნაზავი) არის დაფარული.

თავისი არსებობის ზენიტში A-23A-ს ფართობი დაახლოებით 4 000 კვ.კმ -ს შეადგენდა. ამჟამად ის სამხრეთ ამერიკასა და სამხრეთ ჯორჯიის კუნძულს შორის არსებულ შედარებით თბილ წყლებში გადაადგილდება, რომელიც აისბერგების “სასაფლაოდ“ არის ცნობილი, ამის შედეგად A-23A ზომაში სწრაფად მცირდება.
აშშ-ის ეროვნული ყინულის ცენტრის მეცნიერების შეფასებით, A-23A-ს ფართობი 1 182 კვ.კმ -მდე შემცირდა.
NASA-ს Terra-ს სატელიტის მიერ 26 დეკემბერს გადაღებული სურათები აჩვენებს, თუ რამდენად მასშტაბური გახდა A-23A-ს დნობის პროცესი.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ახლო ხედით გადაღებულმა სურათმა აისბერგის ზედაპირზე კიდევ უფრო დიდი ტბა და საოცარი ლურჯ-თეთრი ზოლები აღმოაჩინა. მეცნიერების თქმით, ზოლები სინამდვილეში ის ღარებია, რომლებიც ასობით წლის წინ შეიქმნა, მაშინ როდესაც A-23A ჯერ კიდევ მყინვარის ნაწილი იყო.