ირანში დაღუპულთა რაოდენობა 12-დან 20 ათასამდეა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CBS News ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელთაგან ერთ-ერთი ირანშია.
იგივე წყარომ აღნიშნა, რომ უშიშროების ძალები თეირანის მასშტაბით მრავალ კერძო საავადმყოფოს სტუმრობენ და პერსონალს ემუქრებიან, რომ პროტესტების დროს დაშავებულთა სახელები და მისამართები გადასცენ.
CBS News აღნიშნავს, რომ მათ ვერ შეძლეს წყაროს მიერ მოწოდებული რიცხვის დამოუკიდებლად გადამოწმება, რასაც ის ფაქტიც ართულებს, რომ ირანის ხელისუფლებამ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ინტერნეტზე წვდომა და სატელეფონო მომსახურება შეწყვიტა.