ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ირანის ყოფილი შაჰის ვაჟს რეზა ფეჰლევს ფარულად შეხვდა,- ამის შესახებ გამოცემა Axios-ი აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
ასევე, Axios-ი წერს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფეჰლავი ტრამპის ადმინისტრაციას საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად ჩარევისკენ მოუწოდებდა.