ავტორი:

"მას ტანსაცმლის მაღაზია აქვს... ოჯახი სასოწარკვეთილია" - რას ამბობენ ოჯახის წევრები და რა დეტალებია ცნობილი ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც დღეს ირანის რეჟიმი ჩამოხრჩობას უპირებს

"მას ტანსაცმლის მაღაზია აქვს... ოჯახი სასოწარკვეთილია" - რას ამბობენ ოჯახის წევრები და რა დეტალებია ცნობილი ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც დღეს ირანის რეჟიმი ჩამოხრჩობას უპირებს

მედიის ცნობით, ირანის ხელისუფლება ანტისამთავრობო აქციებზე დაკავებული ასობით ადამიანის სიკვდილით დასჯას გეგმავს. ერთ-ერთი პირველი კი ვისაც სიკვდილით დასჯიან, 26 წლის ერფან სოლთანია. ერფანის ფოტოს სოციალურ ქსელებში გავრცელდა და მისი ამბავი განსაკუთრებით რეზონანსული გახდა.

  • არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა პროტესტანტის ჩამოხრჩობას დღეს გეგმავენ. მისი ერთადერთი დანაშაული აქციებში მონაწილეობა და თავისუფლებისთვის სკანდირებაა.

ერფან სოლთანის ოფიციალური ბრალდება ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობაა.

ახალგაზრდა კაცი ფარდისში ტანსაცმლის მაღაზიას ფლობს. ის სამთავრობო ძალებმა საკუთარ სახლში დააკავეს და სიკვდილით დასჯის განაჩენი მალევე გამოუტანეს.

  • როგორც სააგენტო HRANA იუწყება, მის გარდა კიდევ აქციების 10 700 მონაწილეა დაკავებული.

ადამიანის უფლებათა დამცველი, რომელიც სოლთანის ოჯახს ესაუბრა, ამბობს, რომ ახლობლები შოკირებულები და სასოწარკვეთილები არიან შექმნილი უმძიმესი და უპრეცედენტო სიტუაციის გამო.

"ოჯახი ამბობს, რომ მათი შვილი არასდროს ყოფილა პოლიტიკური აქტივისტი, უბრალოდ ახალგაზრდა თაობის ნაწილია, რომელიც ირანში არსებულ ვითარებას აპროტესტებს, რამდენიმე დღის განმავლობაში ერფანის შესახებ ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, შემდეგ კი დაურეკეს და აცნობეს, რომ მას სიკვდილით დასჯიან და რომ ეს გარდაუვალია", - ჰყვება "დეილი მეილთან" უფლებადამცველი, რომელიც დაკავებულის ოჯახის წევრს ესაუბრა.

  • უფლებადამცველ ორგანიზაცია Hengaw-ს ცნობით, ერფან სოლთანის დამ, რომელიც ლიცენზირებული ადვოკატია, საქმის სამართლებრივი გაგრძელება სცადა, მაგრამ საქმის მასალებზე წვდომა არ მისცეს.

ირანში არსებულ ვითარებაზე თვითმხილველები ანონიმურად აწვდიან ინფორმაციას დასავლურ მედიას.

"ეს საომარ ზონას ჰგავს, ქუჩები სისხლით არის სავსე“.

"მათ ცხედრები სატვირთო მანქანებით მიჰყავთ, ყველას ხოცავენ", - ამბობს ორი სხვადასხვა წყარო BBC-სთან.

ცნობისთვის, ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. სააგენტო Reuters-თან ირანელი ოფიციალური პირი ადასტურებს, რომ 2000 ადამიანზე მეტია გარდაცვლილი. CBS-ის ცნობით, კი დაღუპულთა რაოდენობა 12 000-დან 20 000-მდეა.

საპროტესტო აქციების დროს 10 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს.

ნახეთ ასევე: