ავტორი:

19 დაღუპული და 80 დაშავებული - ტრაგედია ტაილანდში: მატარებელს ამწე დაეცა, რამდენიმე მგზავრის ვაგონიდან ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება

19 დაღუპული და 80 დაშავებული - ტრაგედია ტაილანდში: მატარებელს ამწე დაეცა, რამდენიმე მგზავრის ვაგონიდან ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება

ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ნახონ რაჩასიმას პროვინციაში ტრაგედია მოხდა. მედიის ინფრომაციით, მოულოდნელად მატარებელს სამშენებლო ამწე დაეცა, რის შემდეგაც მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა.

მძიმედ დაზიანდა 3 ვაგონი, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ.

პოლიციის განცხადებით, ამწე რკინიგზის პროექტზე მუშაობდა, თუმცა როგორც ჩანს გაუმართაობას ჰქონდა ადგილი, რამაც სავალალო შედეგები გამოიწვია.

„ნაპოვნია 19 ცხედარი, თუმცა მატარებლის ვაგონებში ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე, რომელთა ამოყვანაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება“, - განაცხადა ადგილობრივმა პოლიციამ.

ტრანსპორტის მინისტრის ინფორმაციით, შემთხვევის დროს მატარებელში 195 მგზავრი იმყოფებოდა.

წყარო