ავტორი:

"არ შეიძლება დავთანხმდეთ სუვერენული სომხეთის, სუვერენული საქართველოს, სუვერენული აზერბაიჯანის არსებობას. ერი სახელმწიფოები წარსულს ჩაბარდნენ, ეს ნაგავია..." - დუგინი

"არ შეიძლება დავთანხმდეთ სუვერენული სომხეთის, სუვერენული საქართველოს, სუვერენული აზერბაიჯანის არსებობას. ერი სახელმწიფოები წარსულს ჩაბარდნენ, ეს ნაგავია..." - დუგინი

"2026 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღიად გამოუცხადა ომი მთლიანად მსოფლიო სისტემას და აჩვენა მზადყოფნა, ააშენოს საკუთარი "დიდებულება“ სუსტების ძვლებზე" , - განაცხადა კრემლის რუპორმა ალექსანდრე დუგინმა პოდკასტში "ინფორმაცია".

მისი თქმით, მსოფლიო 3-პოლუსიანი ხდება - აშშ, რუსეთი, ჩინეთი და ყველა დანარჩენი მათი გავლენის ქვეშ უნდა გადანაწილდეს. იმპერიალისტი დუგინის თქმით, რუსეთი და ჩინეთი უნდა გახდნენ აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ბატონ-პატრონები

"ამ ვითარებაში უნდა გამოვაცხადოთ რუსეთი იმპერიად, მივაგდოთ საერთაშორისო სამართალი, რომელსაც აღარავინ აღიარებს... გამოვაცხადოთ ევრაზიის დოქტრინა, მონროს ევრაზიული დოქტრინა - ევრაზია ევრაზიელებისთვის..." - თქვა მან. მისი განცხადებით, სამპოლუსიანი მსოფლიო, სადაც ევროპის ბედი, აბსოლუტურად, გაუგებარია: "შემდეგი ომი იქნება აშშ-სა და NATO-ს შორის გრენლანდიისთვის... ჩვენი მიზანია ამ სამპოლუსიან მსოფლიოში გავხდეთ უმნიშვნელოვანესი ძალის ცენტრი - სუვერენული, თავისუფალი, დამოუკიდებელი, უზარმაზარი".

დუგინის მტკიცებით, ყველა ტერიტორია, რომელსაც რუსეთი საკუთარ კონტროლქვეშ არ მოაქცევს, ნეიტრალური არ დარჩება...

"ისინი არ დარჩებიან საყვარელ, წყნარ შვეიცარიებად... გახდებიან სხვა პოლუსების ფორპოსტები, პირველ რიგში, კონფლიქტური - აშშ-ს. არ შეიძლება დავთანხმდეთ სუვერენული სომხეთის, სუვერენული საქართველოს, სუვერენული აზერბაიჯანის, სუვერენული ყაზახეთის, სუვერენული უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის არსებობას. ამ ახალ მოდელში ვერავინ იქნება სუვერენული. ისინი ან ჩვენი გავლენის ქვეშ, ჩვენს ბანაკში იქნებიან - ჩვენი კავშირის ნაწილები - ან გახდებიან დასავლეთის, ან ევროკავშირის, ან ამერიკის, ან, რიგ შემთხვევაში, ჩინეთის პლაცდარმები. ანუ, სუვერენიტეტი დასრულებულია, ერი სახელმწიფოები წარსულს ჩაბარდნენ, ეს ნაგავია და ახლა არ არსებობს არანაირი სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც არ გააჩნია ბირთვული იარაღი და არ აქვს უნარი, დაიცვას საკუთარი თავი ყველაზე ძლიერი მოთამაშეების თავდასხმისგან", - აცხადებს კრემლის პროპაგანდისტი. წყარო