ირანის უსაფრთხოების ძალებმა, მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს თავრიზის საფეხბურთო კლუბ “ტრაქტორ სკ თავრიზის“ ყოფილი ფეხბურთელი მოჯტაბა თარშიზი და მისი მეუღლე მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას "აზად ირანი“ ტელეგრამარხზე ავრცელებს.
წყვილს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მაზანდარანის პროვინციის, ღაემშაჰრის მკვიდრი თარშიზი მეუღლესთან ერთად 8 იანვარს გამართული დემონსტრაციების დროს მოკლეს.
კარიერის განმავლობაში თარშიზი რამდენიმე ცნობილ ირანულ კლუბში თამაშობდა, მათ შორის "ნასაჯი მაზანდარანში“, „ტრაქტორ ტაბრიზში“, "ფაჯრ სეპასი შირაზში“ და „მეს კერმანში“.
მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად მძიმედ დაიჭრა თეირანში მოქმედი ერთ-ერთი სამოყვარულო საფეხბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი მეჰდი ლავასანი. გავრცელებული ინფორმაციით, მას ზურგში ესროლეს...