ავტორი:

20 წლის შემდეგ გახსნილი საქმე - ვაშინგტონის სანაპიროზე გამორიყული ჩონჩხი ორეგონის ყოფილ მერს ეკუთვნის: როგორ ამოხსნეს მეცნიერებმა საიდუმლო?

20 წლის შემდეგ გახსნილი საქმე - ვაშინგტონის სანაპიროზე გამორიყული ჩონჩხი ორეგონის ყოფილ მერს ეკუთვნის: როგორ ამოხსნეს მეცნიერებმა საიდუმლო?

2006 წელს, ვაშინგტონის შტატის სანაპიროზე უცნობი ადამიანის ჩონჩხი გამოირიყა - გრეის ჰარბორის ოლქის შერიფისა და კორონერის ოფისებმა ნეშტის ვინაობის დადგენა სცადეს, თუმცა ვერანაირი მნიშვნელოვანი კვალი ვერ იპოვეს.

2025 წელს საქმის სასამართლო ექსპერტიზის მტკიცებულებები წარედგინა Othram-ს, ტეხასში დაფუძნებულ გენეტიკურ გენეალოგიურ კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია დაკარგული პირების საქმეებში - დადგინდა, რომ ჩონჩხი ორეგონის ყოფილ მერს, კლარენს ედვინ „ედ“ აშერს ეკუთვნოდა, რომელიც თევზაობისას გაუჩინარდა.

კომპანიის თქმით, მათ შექმნეს დეტალური დნმ-ის პროფილი და აშერის ნათესავის ნიმუშის გამოყენებით შეძლეს ჩონჩხის დაკავშირება დაკარგულ მერთან.

ორეგონის შტატის ქალაქ ფოსილის ყოფილი მერი, აშერი, გაუჩინარებისას 72 წლის იყო. მისმა მეუღლემ პოლიციას განუცხადა, რომ თევზაობისას სამაშველო ჟილეტი არ ეკეთა და არც ცურვა იცოდა.

აშერი თითქმის 50 წლის განმავლობაში მუშაობდა ხაზის მემონტაჟედ Fossil Telephone Company-ში, ამ დროის განმავლობაში ხელმძღვანელობდა Asher Variety Store-ს, მოხალისედ მუშაობდა ადგილობრივ მეხანძრედ და სასწრაფო დახმარების მძღოლად. ის მცირე ხნით ქალაქის მერიც იყო.

წყარო